"ეკა, შენ ხარ ივანიშვილზე დამოკიდებული... ამიტომ ნუ მორალისტობ" - კამათი პირდაპირ ეთერში

 "ეკა, შენ ხარ ივანიშვილზე დამოკიდებული... ამიტომ ნუ მორალისტობ" - კამათი პირდაპირ ეთერში

"რუსთავი 2"-ის ეთერში არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შორის ცხარე კამათი გაიმართა. გვარამიამ ბესელია მის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობაში დაადანაშაულა მაშინ, როდესაც მისი თქმით, მორალურ ზეწოლას ახორციელებდნენ. თავის მხრივ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებს მისი მეგობრები აკეთებდნენ, რაზეც გვარამიამ უპასუხა.

ნიკა გვარამია: მე ადამიანს, რომელსაც ემუქრებოდნენ, მე მთხოვთ ბოდიშის მოხდას თქვენ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე? ზარი არ გამოგიშვიათ და არ გიკითხავთ, რა ხდებოდა ჩემს თავს. ბოდიში გექნებათ მოსახდელი ხელისუფლებას საზოგადოებასთან. ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რაც დღეს ხდება.

იხილეთ ვიდეო

ეკა ბესელია: სამწუხაროა, თუ ესეთი მოკლე მეხსიერება გაქვს. ერთადერთი, ვინც შენს დაკავებას გამოეხმაურა იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, გედევან ფოფხაძემ გააკეთა განცხადება და შემდეგ მე. შენი მეგობრები იწერდნენ ამ მასალებს.. ჩვენ ყველა ვიყავით ამის მსხვერპლი ვიყავით.

ნიკა გვარამია: მაშინ თქვენი მეგობრები აქვეყნებენ. რომ მცოდნოდა, ერთი ადამიანი მაინც მის საძინებელში ვინმემ ჩაწერა, ჩემი ფეხი არ იქნებოდა იმ ხელისუფლებაში.მე გეტყვი რაც ხდება შენს თავს. შენ ივანიშვილის მონა კი არ ხარ, შენ დამოკიდებული ხარ ბიძინა ივანიშვილზე. ის არის შეუბრალებელი ყველას მიმართ. ამიტომ ძალიან გთხოვ ნუ მორალისტობ ჩემთან დაკავშირებით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."