რომელია თბილისში ყველაზე მოთხოვნადი სკოლები და რა პირობებს უქმნიან მოსწავლეებს

რომელია თბილისში ყველაზე მოთხოვნადი სკოლები და რა პირობებს უქმნიან მოსწავლეებს

კარგი სკოლის შერჩევა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაგვარებელი საკითხია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში, სადაც სამწუხაროდ, განებივრებული არ ვართ მაღალი დონის განათლებითა და ხარისხიანი საჯარო სკოლებით.

შესაბამისად, ბევრი მშობელი არჩევანს ხშირად კერძო სკოლების სასარგებლოდ აკეთებს. თბილისში დღესდღეობით 250-მდე კერძო სკოლაა, რომლებიც მოსწავლეებს სხვადასხვა პირობებს სთავაზობენ. პრესტიჟულობითა და მათზე მოთხოვნით რამდენიმე გამოირჩევა.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია - თბილისში, 2001 წელს დაარსდა და ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლაა, სადაც სწავლება მე-9 კლასიდან იწყება. მენეჯმენტის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან სწავლის საფასური გაიზრდება და წელიწადში 22 ათასი ლარი გახდება. "აკადემიაში მოსწავლეების ტრანსპორტირება შეკრების სპეციალური ადგილებიდან ხდება და სწავლის საფასურის საერთო ღირებულებაში შედის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წლიდან საფასური გაიზრდება, ცვლილება არ შეეხებათ სკოლის ამჟამინდელ მოსწავლეებს. გარდა ამისა, გვაქვს დიდი საშეღავათო ფონდი, ყოველწლიურად ნახევარმილიონ ლარამდე ოდენობის. ამ ფონდით და თანხის ფინანსური შეღავათით ჩვენთან 75 მოსწავლეა", - აღნიშნა აკადემიის წარმომადგენელმა.

ბრიტანულ-ქართული აკადემია - 2006 წელს დაარსებულ აკადემიაში ქართული და ინგლისური სექტორია. ფასები კი შემდეგნაირად გამოიყურება: ქართული დეპარტამენტი: სკოლამდელი განათლების ცენტრი - წელიწადში 3200$ ექვივალენტი ლარში; I - VIII კლასი - 4200$ ექვივალენტი ლარში; IX - XII კლასი - 4700$ ექვივალენტი ლარში. ბრიტანულ დეპარტამენტში, სადაც მხოლოდ მოწვეული უცხოელი პედაგოგები ასწავლიან, სწავლის ღირებულება წელიწადში 7 100 $ იდან - 10 400 $ მდე იწყება. სკოლა ერთი ოჯახის შვილებს შეღავათებს უკეთებს და მათ გადასახადებს ინდივიდუალურად განიხილავს. გადასახადი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის კვების, ხოლო ყველა მოსწავლისთვის ტრანსპორტირების საფასურს ითვალისწინებს

წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლა - ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სკოლაა, რომელიც წელს დაარსების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სკოლა ბაგებში, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე მდებარეობს. სკოლაში სწავლის საფასური 4 700 ლარია და 2-ჯერად კვებას, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს - მათ შორის ცურვასა და რაგბის, გახანგრძლივებულ გაკვეთილებსა და ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. სკოლაში 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ოჯახებისთვის, რომლებიც მეორე შვილს შეიყვანენ, ხოლო მესამე ბავშვის შემთხვევაში ფასდაკლება 15%-ია. პირველი სასწავლო წლის განმავლობაში 10%-იანი ფასდაკლება ვრცლდება მეგობრებზეც, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ბავშვები ერთად შეიყვანონ წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში. ასევე 10%-იანი ფასდაკლება ეხება ოჯახებს, რომლებიც წმინდა გიორგის სახელობის საბავშვო ბაღით ისარგებლებენ განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ: საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებული სკოლები - რა ღირს, რა ხდება იქ და რით განსხვავდება სხვა სკოლებისგან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია