დაპირისპირება სასამართლოში: ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს ჯამალაშვილის მეუღლე დაუპირისპირდა

დაპირისპირება სასამართლოში: ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს ჯამალაშვილის მეუღლე დაუპირისპირდა

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულის ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლესა და ამავე საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს შორის დღევანდელი პროცესის შემდეგ ინციდენტი მოხდა.

იხილეთ ვიდეო| სკანდალური ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული ინგა ჩატოიანი კამერებს თავსაფარში შეფუთული ემალება

ინგა ჩატოიანს სახე თავსაფრით ჰქონდა დაფარული, პროცესის შემდეგ მას კიდევ ერთი ბრალდებულის ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე მივარდა და შეეცადა მისთვის სახე გამოეჩინა. ფიზიკური დაპირისპირება მანდატურებმა განმუხტეს. მათ სასამართლო შენობიდან გააცილეს ჩატოიანი.

ინგა ჩატოიანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მოსამართლის შეკითხვაზე, რატომ ჰქონდა სახე დაფარული, ჩატოიანმა განაცხადა, რომ ყურები სტკივა.

იხილეთ ვიდეო| "სახე გამოაჩინე შე ნაბოზვ..., შენ დედას მოვ..." - ზურაბ ჯამალაშვილის მეუღლე სასამართლოში ინგა ჩატოიანის ცემას შეეცადა

ჯამალაშვილის მეუღლესა და ინგა ჩატოიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პროცესის დაწყებამდეც მოხდა. ჯამალაშვილის მეუღლის განცხადებით, ინგა ჩატოიანი არის პროკურატურის ცრუ მოწმე, რომლის ცრუ ჩვენებების საფუძველზეც მისი მეუღლე არის დაკავებული.

სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

რაც შეეხება კუდის ყოფილ თანამშრომელ ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს, რომლის საკითხზეც სასამართლომ დღეს ასევე იმსჯელა, მას სხვა საქმეზე პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ