ვინ არიან სინამდვილეში "ოდეერები", როგორ არჩევენ შესაფერის კადრებს და სად ხდება მათი ჩანერგვა

ვინ არიან სინამდვილეში "ოდეერები", როგორ არჩევენ შესაფერის კადრებს და სად ხდება მათი ჩანერგვა

ბოლო დღეებში თსუ-ში დაპირისპირებული სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, უნივერსიტეტიდან "ოდეერების" წასვლა იყო. რა არის "ოდეერი", როდის გაჩნდა და რატომ არსებობს ეს ინსტიტუტი, ამ და სხვა კითხვებზე კომენტარი უშიშროების გენერალს ანზორ მაისურაძეს ვთხოვეთ:

- ოდეერი ეს არის რუსული სიტყვების აბრევიატურა (ОДР Офицер действующего резерва), ხოლო ქართულად ეს ნიშნავს - მოქმედი რეზერვის ოფიცერი. მოქმედი რეზერვის ოფიცრებს უნივერსიტეტებში ნიშნავდნენ იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მომუშავე ჩვენს თანამშრომლებს თავშესაფარი ჰქონოდათ. ადამიანი გაფორმებული იყო, პირობითად რომ ვთქვათ, რომელიმე უნივერისტეტში დეკანის მოადგილედ და თუ ეს ადამიანი საზღვარგარეთ წავიდოდა სამუშაოდ, მას ჰქონდა ნიღაბი, რომ ის იყო დეკანის მოადგილე. საელჩოს თანამშრომელი ხომ ვერ იყვირებდა - მე დაზვერვის თანამშრომელი ვარო, სწორედ ამისთვის ის გაფორმებული იყო სასწავლებელში ან რაიმე სხვა დაწესებულებაში. ეს ინსტიტუტი შეიქმნა იმისათვის, რომ ჩვენ სამსახურს ჰქონოდა სათანადო "კრიშა" შემდგომი მუშაობისათვის.

უშიშროების სამსახურის მთავარი მიზანია ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების დაცვა და თუ "ოდეერი" არ იქნება უნივერსიტეტში, ან სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში და იქ ჩამოვა რომელიმე უცხოელი პროფესორი, როგორ უნდა გაიგო, ის მართლა პროფესორია, თუ შენიღბული აგენტი, ან თუნდაც ტერორისტი."ოდეერი" არ არის იმისთვის, რომ ადგილობრივ კადრებს უთვალთვალოს, მას ევალება ქვეყნის მტრის გამოვლენა.

- მსოფლიოს სხვა ქვეყნებში თუა ეს ინტიტუტი გავრცელებული, თუ მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გვხდება?

- რა თქმა უნდა, ინგლისში ვერ გაიგებ ვინ დაზვერვის თანამშრომელია და ვინ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ასეა აშშ-ში, საფრანგეთში და მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში.

- რა კრიტერიუმებით ხდებოდა თანამშრომლების შერჩევა?

- ხდებოდა გადამზადებები კადრებისა, რომელებიც აკმაყოფილებდნენ იმ პირობებს, რაც უშიშროების თანამშრომლებს ევალებოდათ. საკმაოდ მძიმე სამუშაოა და მყარი ფსიქიკის მქონე უნდა იყოს ადამიანი, ვინც "ოდეერი" უნდა გახდეს. პირადად მე, როცა უცხოეთში წავედი და თუ ვინმე ჩემი ბიოგრაფიით დაინტერესდებოდა, იმას ხომ არ ვეტყოდი უშიშროებაში ვმუშაობდი, ამიტომ ვამბობდი, რომ უნივერსიტეტში ვმუშაობ-მეთქი და მართლაც ვიყავი გაფორმებული, როგორც ინგლისური ენის სპეციალსტი, სინამდვილეში კი უნივერსიტეტში ხელფასიც კი არ ამიღია.

- გარდა უნივერსიტეტებისა, სად ხდებოდა "ოდეერები" ჩანერგვა?

- საგარეო საქმეთა სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სხვა. ისეთი ორგანიზაციები სადაც ბევრი უცხოელი ტრიალებს და უცხო ქვეყნის აგენტურას უნდა ინფორმაციის მიღება, თორემ უნივერსიტეტში ყველაზე ნაკლებადაა საჭირო, მანდ არც უნდა ხდებოდეს "ოდეერების" ჩანერგვა. უნივერსიტეტი კარგად გამოიყენება საფარველად, თორემ იქ არაა საჭირო "ოდეერის" ჩანერგვა. როგორც ჩანს, წინა ხელისუფლებამ მოახდინა მათი უნივერსიტეტში ჩანერგვა, რათა უნივერსიტეტში მიმდინარე ამბების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონოდათ.

- დღეს რა სახითაა საქართველოში "ოდეერის" ინსტიტუტი და რამდენადაა მისი საჭიროება?

- "ოდეერი" ყოველთვის უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა იყოს გონიერების ფარგლებში და უნდა იყოს იქ, სადაც საჭიროა. "ოდეერი" უნდა იყოს მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის და არა პირიქით.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ურეკავენ მოქალაქეებს და, ლუგარის ლაბორატორიის სახელით, სთავაზობენ პრეპარატს კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, რაც სიცრუეა" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 429 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა