სტამბოლში საქართველოს საკონსულოში ცხელი ხაზია გახსნილი

სტამბოლში საქართველოს საკონსულოში ცხელი ხაზია გახსნილი

სტამბოლში საქართველოს საკონსულოში ცხელი ხაზია გახსნილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" სტამბოლში საქართველოს კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა, საკონსულო გუბერნიის ოფისთან , სადაც საგანგებო შტაბია გახსნილი, მუდმივ კონტაქტზეა და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

კონსულის ინფორმაციით, სტამბოლში ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

"დაახლოებით 11:00 საათზე, ხალხმრავალ ადგილზე, სავაჭრო ცენტრისა და გამგეობის წინ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შედეგადაც გარდაიცვალა 5 და დაშავდა ათეულობით მოქალაქე. რამდენიმე ადამიანი მძიმედაა დაშავებული. სტამბულის გუბერნიაში გახსნილია საგანგებო შტაბი და იქიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაცია არ არის. ამ დროისთვის მიმდინარეობს დაშავებულებისა და გარდაცვლილების იდენტიფიცირება. ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ გუბერნიის ოფისთან და გახსნილი გვაქვს ცხელი ხაზი", - განუცხადა ინტერპრესნიუსს" სტამბოლში საქართველოს კონსულმა ირაკლი ასაშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია