საფრთხეები, რომლებიც მსოფლიოს 2016 წელს ემუქრება

საფრთხეები, რომლებიც მსოფლიოს 2016 წელს ემუქრება

მიმდინარე წელი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების კუთხით.

მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქვეყანა ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს შენელებულ ეკონომიკურ ზრდას, ფინანსური ბაზარი სტაბილურობის ძიებაში და ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს გეოპოლიტიკური კრიზისები, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

გლობალური საფრთხეების ანალიტიკურმა კომპანია Economist Intelligence Unit-მა (EIU) 2016 წლის ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები დაასახელა. კომპანიის მეირ მომზადებული გლობალური რისკის ინდექსი 25-ბალიან შკალას წარმოადგენს, სადაც 25 ბალი რისკის ყველაზე მაღალი დონეა.

გლობალური საფრთხეების ტოპ-ათეულში 25-ბალიანი შკალით 8 ბალად შეფასდა სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში შეიარაღებული დაპირისპირების რისკი, რომელიც გამოწვეულია სადავო კუნძულების გამო მიმდინარე ტერიტორიული დავით ჩინეთს, ვიეტნამს, მალაიზიასა და ფილიპინებს შორის. კვლევითი კომპანიის მოსაზრებით, ვითარების ესკალაცია საფრთხეს შეუქმნის რეგიონულ ეკონომიკურ კავშირებსა და შესაძლოა, გლობალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს.

8-ბალიან საფრთხედ Economist Intelligence Unit აფასებს დიდი ბრიტანეთის შესაძლო გადაწყვეტილებას ევროკავშირის დატოვების შესახებ. კომპანიის მოსაზრებით, თუ ლონდონი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას უარყოფითი გავლენა ექნება არა მხოლოდ ბრიტანეთისთვის, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ეკონომიკაა, არამედ ევროკავშირისთვისაც, რადგან დიდი ბრიტანეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკას წარმოადგენს. იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."