რა წაიღო ყაჩაღმა ქეთევან იგნატოვას სახლიდან - 26 წლის თავდამსხმელი დაკავებულია

რა წაიღო ყაჩაღმა ქეთევან იგნატოვას სახლიდან - 26 წლის თავდამსხმელი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ ქეთევან იგნატოვას სახლში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულგანცხადებაშია ნათქვამი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების და ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული რევაზ კ. დააკავეს. 26 წლის მამაკაცს ყაჩაღობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კ.-მ 14 მარტს, ღამით, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ზაზა ციციშვილისა და ქეთევან იგნატოვას სახლში უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქეთევან იგნატოვას იარაღის მუქარით გასტაცა ოქროს ბეჭედი, 200 ლარი, 2 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, 2 ნოუთბუქი, 400 დოლარი და რარიტეტული მედლები. მან სახლში მყოფ ხუთ ადამიანს, მათ შორის, ერთ მცირეწლოვან ბავშვს, ერთ საათზე მეტი ნის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

იხილეთ დაკავების კადრები

ბოროტმოქმედთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ზაზა ციციშვილსა და მის მეუღლეს ქეთევან იგნატოვას დანით სხეულზე დაზიანებები მიადგათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რევაზ კ. ყაჩაღობიდან 5 დღეში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - 2 დანა და 210 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე წაიკითხეთ: "აბაზანის ხალათი ეცვა, დედაჩემის ფირუზისფერი ხელთათმანი ეკეთა და ორი დანა ეჭირა" - ქეთევან იგნატოვა დაყაჩაღების დეტალებზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ