რას საქმიანობენ სტუდენტური თვითმართველობები საქართველოში და სინამდვილეში რა ფუნქციები ეკისრებათ მათ

რას საქმიანობენ სტუდენტური თვითმართველობები საქართველოში და სინამდვილეში რა ფუნქციები ეკისრებათ მათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბოლო პერიოდში, განვითარებულმა მოვლენებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სტუდენტური თვითმართველობების პრობლემა ბევრ უნივერსიტეტშია, რადგან სტუდენტების გარკვეული ნაწილი მათი საქმიანობით უკმაყოფილოა.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს სტუდენტურ თვითმართველობას და რეალურად რას აკეთებენ ისინი.

განათლების საკითხებში ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას თქმით, თვითმართველობა სტუდენტებისთვის წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

-ამ ორგანომ უნდა იზრუნოს სტუდენტების პრობლემების გადაჭრაზე, საუნივერსიტეტო ცხოვრების მრავალფეროვნების ზრდაზე, სტუდენტებისთვის შესაძლებლობების გაფართოვებასა და სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, საუნივერსიტეტო კულტურაში სოციალიზაციაზე.

სტუდენტური თვითმართველობები არის ასევე შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალის გარეშე თავადაც შეძლონ საუნივერსიტეტო სივრცეში ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მათ საგანმანათლებლო გამოცდილებას გაამდიდრებს. განათლება მხოლოდ კურსების ფარგლებში მიღებულ ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს არ გულისხმობს. განათლება გულისხმობს ასევე საკუთარი პროექტების განხორციელებას, თვითორგანიზებული სასწავლო პროცესების წარმართვასაც.

-გასაგებია, თუმცა დღეს ბევრი სტუდენტი მუშაობას უწუნებს სტუდენტურ თვითმართველობას

-როდესაც რაიმე ინსტიტუტს არ აქვს გამოცდილება, ტრადიცია და ა.შ. ყოველთვის ასე ხდება. ის, რომ დასავლურ უნივერსიტეტებში თვითმართველობების მიმართ არის კრიტიკა, მაგრამ მაინც უნივერსიტეტების ორგანულ ნაწილად ითვლება, ეს ათწლეულების და ზოგ შემთხვევაში საუკუნეების დამსახურებაა. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია