დაუნის სინდრომის მქონე ყველაზე წარმატებული ადამიანები

დაუნის სინდრომის მქონე ყველაზე წარმატებული ადამიანები

დღეს, 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე წარმატებულ ადამიანს, რომლებსაც დაუნის სინდრომი აქვთ:

ჯეიმი ბრიუერი

ჯეიმი ცნობილ ამერიკულ სერიალში "ამერიკული საშინელებათა ისტორია" თამაშობს. აგრეთვე თეატრალურ დადგმებში იღებს მონაწილეობას 1999 წლიდან. ის დაუნის სინდრომის მქონე ყველაზე წარმატებული მსახიობია.

ანჯელა ბაჩილერი

2013 წელს ესპანეთში, ქალაქ ვალიადოლიდში ანჯელა დაუნის სინდრომის მქონე პირველი ადამიანი გახდა, ვინც საბჭოს წევრად აირჩიეს. სამი წელი სოციალური კეთილდღეობის და ოჯახის ადმინისტრაციულ ასისტენტად მუშაობდა.

პაბლო პინედა

პაბლომ ფსიქოლოგის ბაკალავრის დიპლომი მოიპოვა, ამჟამად კი მწერალი და მსახიობია. ესპანეთში მას საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს. 2009 წელს სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა.

ბერნადეტ რიშა

ბერნადეტი ცნობილი მხატვარია. მისი ნამუშევრები ჩნდება სერიალებში, მუსიკალურ კლიპებში, რეკლამებში და ჟურნალებში. გარდა მხატვრობისა, ის აგრეთვე ალტისტი გახლავთ.

სუჯიტ დესაი

მუსიკოსმა სუჯიტმა ჰილსის მუსიკალური აკადემია დაამთავრა. მას შვიდ მუსიკალურ ინსტრუმენტზე შეუძლია დაკვრა, მათ შორის ვიოლინოზე, პიანინოზე, ტრამპეტზე და საქსოფონზე. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და მის შესახებ "უოლ სტრიტ ჯორნალი" და "თაიმი" წერდნენ.

მომზადებულია liveactionnews.org-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება