რატომ უნდა უკითხოთ ბავშვს ერთი და იგივე ზღაპარი? - საინტერესო ფსიქოლოგიური ახსნა

რატომ უნდა უკითხოთ ბავშვს ერთი და იგივე ზღაპარი? - საინტერესო ფსიქოლოგიური ახსნა

"დედა, წამიკითხე ზღაპარი კონკიაზე"... ალბათ მეასეჯერ... ვის არ მოუსმენია ასეთი თხოვნა თავისი პატარისგან. როდესაც უფროს გოგონას ვუკითხავდი ზღაპრებს, ვცდილობდი გადამეჩვია და ვთავაზობდი ახალ ზღაპარს, უფრო საინტერესოს. ვთვლიდი, რომ მისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა ახალი ინფორმაციის მიღება. ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბაღში, კედელზე წავიკითხე სტატია, სადაც ეწერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბავშვისთვის საყვარელი ზღაპრის რამდენიმეჯერ წაკითხვა. ამიტომ თუ გინდათ, რომ თქვენს მიერ წაკითხულმა ზღაპარმა მაქსიმალური შედეგი მოუტანოს ბავშვის ინტელექტსა და ემოციურ განვითარებას, თქვენც წაიკითხეთ ეს სტატია და გაიგებთ, რომ...

თუ თქვენი შვილი გთხოვთ ერთი და იმავე ზღაპრისა თუ მოთხრობის განმეორებით წაკითხვას, ეს ძალიან კარგია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ამ ზღაპარმა ჰპოვა გამოხმაურება მის შინაგან სამყაროში. ალბათ თქვენც გაქვთ საყვარელი წიგნები თუ ფილმები, რომლის წაკითხვისა თუ ნახვის სურვილი არაერთხელ გაგჩენიათ.

ის, რომ პატარამ წინასწარ იცის, თუ რითი დამთავრდება ესა თუ ის ამბავი, მის ცნობიერში ფორმირდება რწმენა იმისა, რომ მიუხედავად ნებისმიერი სირთულისა, ყველაფერი კარგად დამთავრდება. არავინ დაობს იმაზე, რომ ოპტიმისტად ყოფნა უკეთესი და პროდუქტიულია, ვიდრე პესიმისტურად განწყობილი ადამიანისა. ამგვარად, ერთი და იგივე სცენარის რამდენიმეჯერ გამეორებით ბავშვი ხვდება, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. მაშინაც კი, თუ შეგჭამეს - მაინც გრჩება მეორე გზა... როდესაც ბავშვს ზღაპარს უკითხავთ, იგი ფანტაზიის სამყაროში იმყოფება, თანაუგრძნობს ზღაპრის გმირს, ემოციურად იღებს ყველა მის თავგადასავალს განაგრძეთ კითხვა

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს