ეს ულამაზესი გოგონა თითქოს არაფრითაა განსაკუთრებული, მაგრამ როცა ის იხდის...

ეს ულამაზესი გოგონა თითქოს არაფრითაა განსაკუთრებული, მაგრამ როცა ის იხდის...

ადამიანს პიროვნებად დადებითი გარემოებები კი არა, სირთულეები და დაბრკოლებები აყალიბებს. მათი წყალობით ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ვიღებთ და ხასიათის ამა თუ იმ თვისებას ვხვეწთ...

მოდელის გარეგნობის მქონე ამ გოგონას პაოლა ანტონინი ქვია. 20 წლის ბრაზილიელ ლამაზმანს რამდენიმე წლის წინ ავტომობილი დაეჯახა. ექიმებმა სასწაულებრივად შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა, ფეხის ამპუტაცია გარდაუვალი შეიქმნა...

რთული წარმოსადგენია, რას გრძნობდა პაოლა ოპერაციის შემდეგ. ფეხის ნაცვლად, გოგონას პროთეზი დაუყენეს. მის ადგილას ბევრი დაეცემოდა მორალურად, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ლამაზმანი მყარად დააბიჯებს მიწაზე და სახიდან ღიმილს არ იცილებს. პაოლამ სამოდელო კარიერა განაგრძო, ის ცხოვრების აქტიურ წესს მისდევს, დაკავებულია სპორტით და სხვადასხვა ტელეპროექტში იღებს მონაწილეობას, ასევე აქვს საკუთარი არხი YouTube-ზე.

დაათვალიერეთ პაოლას ფოტოები

იხილეთ ვიდეო

ანტონინი ქველმოქმედებითაც არის დაკავებული - ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს საკუთარი თავის რწმენის დაბრუნებაში. პაოლა ანტონინიმ საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა, რომ ადამიანი თავის ბედისწერაზე ძლიერია!

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს