როგორია შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკიდან

როგორია შორენა ბეგაშვილის შვილის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია იაშვილის კლინიკიდან

შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე ცოტა ხნის წინ რესპუბლიკური საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ამბები.გე-ს საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

"15 წუთია, რაც გოგონა ჩვენთან შემოიყვანეს. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ბავშვი მრავლობითი ტრავმებითა და დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული", - განაცხადეს იაშვილის სახელობის კლინიკაში.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის მოზარდი დააძინეს და ოპერაციისთვის ამზადებენ.

ევა ბარბაქაძე რამდენიმე საათის წინ მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ: შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა - ევა ბარბაქაძის მდგომარეობა მძიმეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია