"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება" - ვლადიმერ პაპავას პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ

"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება" - ვლადიმერ პაპავას პირველი კომენტარი გადადგომის შემდეგ

"აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით პირადი განცხადების საფუძველზე მივმართე, ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება" - ამის შესახებ ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადა.

პაპავას თქმით, მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების მიერ გამართული შიმშილობის აქცია, თუმცა არ სურს, რომ უნივერსიტეტში მსგავსი პროცესები მიმდინარეობდეს.

ვლადიმერ პაპავას განმარტებით, მან გააანალიზა ის პროცესები, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარეობს და ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. "იცით ჩემი პრინციპული პოზიცია ამ დღეების განმავლობაში, როდესაც ვამბობდი, რომ გადადგომის საკითხი არ განიხილებოდა. დადგა დრო, როდესაც გაანალიზებული და გაცნობიერებულია სხვადასხვა პროცესები, რაზეც საუბარს არ ვთვლი მიზანშეწონილად და მივიღე გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა, მაგრამ კანონის მიხედვით, მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად საჭირო არის დრო, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ელ მაისამდე მე ვარ რექტორი. შემდეგ კი ჩატარდება მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები", - განაცხადა პაპავამ.

თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა რექტორის თხოვნა გადადგომის თაობაზე. 1-ელ მაისამდე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდება. რექტორი კი 1-ელი მაისიდან გადადგება. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საუნივერსიტეტო კოლეგიამ უნდა აირჩიოს, რომელიც დოქტორის ხარისხის მქონე აკადემიური პერსონალისგან შედგება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია