საპარლამენტო არჩევნებში "რესპუბლიკელების" დამოუკიდებლად მონაწილეობას "ფეისბუქში" ეხმაურებიან

საპარლამენტო არჩევნებში "რესპუბლიკელების" დამოუკიდებლად მონაწილეობას "ფეისბუქში" ეხმაურებიან

დღეს ცნობილი გახდა, რომ "რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ახალ ამბავს "ფეისბუქში" ეხმაურებიან:

ინგა გრიგოლია:

"რესპუბლიკელები" კოალიციიდან გადიან.... ეტაპობრივად დატოვებენ თანამდებობებს და არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრიან..... ესეც ახალი პოლიტიკური რეალობა - რას ვამბობდი გუშინ მთელი დღე )))))))))))))

თამარა ჩერგოლეიშვილი:

რესპუბლიკელები გავიდნენ, როგორც მივხვდი. ალასანიას გამოსტაცებენ ხმების ნაწილს..

მოკლედ, ძალით პროდასავლელების ადგილიც აღარ დარჩა კოალიციაში...

ვისაც ლუნატიკის თავიდან მოშორება უნდა ოქტობერში, მათთვის კარგი ამბები ხდება...

ნიკა გვარამია:

ძალიან მიხარია რესპების წასვლა ოცნებიდან. ვის მეტი, ვის ნაკლები, სისულელეები ხელისუფლებაში ყოფნისას ყველას გვიკეთებია. თუ ქვეყნისთვის არ გიღალატია, პოლიტიკაში ყოველთვის შეიძლება თავიდან დაწყება, თუ ამის შესაძლებლობას ამომრჩეველი მოგცემს. დაე, ამომრჩეველმა გადაწყვიტოს.

p.s. და დღის მთავარი ნიუსი ზუსტად ეგაა და არა ამ ნიუსის გადასაფარად ნაჩალიჩარი "დამპლური თამაშები".

მერაბ მეტრეველი:

თუ ყველა თავისთვის გავა, მომავალ პარლამენტში მოხვდებიან: ოცნება, ნაცები, ბურჯანაძე, ინაშვილი, ალასანია. დანარჩენი ყველა სათუოა.

ირაკლი ტაბლიაშვილი:

რესპუბლიკელთა განცხადება კოლაიციის დაშლა-არმოშლის სადღეგრძელოა, ფაქტიურად...

თუმცა, ეს დაშლა უკვე დაანონსებულია, რაც დამატებით მიგვანიშნებს, რომ არც მრეწველები, არც კონსერვატორები, არც ფორუმი, არც სოციალ-დემოკრატები და არც მწვანეები, აგრეთვე, სხვა პარტიები (თუ არიან კიდევ, არ ვიცი), ამ კოალიიციაში აღარ იქნებიან.

ბარიერის გადალახვა კი უკლებლივ ყველას გაუჭირდება.

ჩემი აზრით, რესპუბლიკელებსაც.

ამომრჩეველთა ერთი ნაწილი კოალიციას იმიტომ უჭერდა მხარს, რომ იქ რესპუბლიკელები ეგულებოდა... ვისაც მიაჩნდა, რომ კოალიცია დასავლურია, მას რწმენა შეერყევა...

ახლა კი ისმის კითხვა - ვის, როგორი ტიპის ამომრჩეველს დაეყრდნობა პარტია "ქართული ოცნება?"...

ჩემი აზრით, ამ გზით მან ამომრჩეველი წაართვა, უფრო კი გამოართვა ღიად პრო-რუსულ ძალებს... ხოლო თავად დაკარგა ხსენებული პრო-დასავლელების ნაწილი, ანუ ისინი, ვისაც არც ნაციონალები ეხატება გულზე და არც თავ.დემები.

პროდასავლელზე მეტი პრო-რუსი ამომრჩეველი გვყავს?

პირადად მე ეჭვი მეპარება.

ახლა ოცნების დარდია სია... საკუთარი სია!.. მან უნდა აჩვენოს, რომ აღარ ეყრდნობა კოლექტიურ მეჭიაურს თუ პლებეური ტრიადის ცრუ სხვა ღმერთებს...

და რომც აჩვენოს, რა?

სულ რომ ახალგაზრდებს მოუყაროს თავი პარტიაში და ამ ახალგაზრდებმა ბევრი რომ ისაუბრონ დასვლეთის აუცილებლობაზე, რა შეიცვლება?

უკვე არსებულ პირებს, რომლებიც არ არიან სპორტსმენები და მეჭიაურები, მათ რას უზამს? ასე ერთიანად გაუშვებს ყველას? თუ დააბალანსებს საკუთარ სიას იმ პირებითაც, რომლებიც დღევანდელ პარლამენტში არიან და არ არიან ხსენებული ტრიადის წევრები?!

და რომც გააკეთოს ასე - რომის პაპზე მეტი კათოლიკეებით კი არა, ვერბალურად მართებულად მოსაუბრე პირებით რომ გაჯერდეს ოცნების სია, ამით რა შეიცვლება?

ახალი პოლიტიკური კლასის ხელოვნურად ჩამოყალიბება, უბრალოდ, არ გამოვა... კლასი თავისთავად ყალიბდება... ზედმეტი ინექციების გარეშე.

ნინია კაკაბაძე:

ძალიან დიდი ბოდიში, ყველანი მიყვარხართ მაინც, მაგრამ მაგრა ტეხავს მეჭიაურების და თოფაძეების ხელით რომ გაგისტუმრათ ბიძინამ. მე კი თავიდან ვიცოდი ასე რომ მოხდებოდა, მხოლოდ ის მიკვირს ნეტა თქვენ რა გეგონათ?!

ნიკა რურუა:

"არსებობს კარგი სიტყვა მდიდარ რუსულ ენაში - двурушничество - რასაც ქართულშიც კარგი შესატყვისი გააჩნია - ორ სკამზე ჯდომის სურვილი.

რესპუბლიკური პარტიის "კოალიციიდან გასვლა" მაგრამ "თანამდებობზე დარჩენა" ამ "დურუშნიკობის" (როგორც ეს სიტყვა ქართულმა სლენგმა მოითელა თავის ქვეშ) ყველაზე ნათელი მაგალითია.

როგორ შეიძლება კოალიციიდან გახვიდა და თან არ გახვიდე მთავრობიდან, როცა გამაერთიანებელი ფაქტორი სწორედ კოალიცია იყო ამ ორ ძალას შორის?!

პოლიტიკაში ცნობილი კონცეფცია, "კოალიციური მთავრობა" სულ სხვა ფენომენია, რომელსაც მომხდართან არაფერი საერთო არ გააჩნია და ახლა თავისსამართლებლად რესპუბლიკელები მას ვერ გამოიყენებენ.

კოალიციური მთავრობა თავიდანვე დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მიერ მოლაპარაკების შედეგად შედგენილი მთავრობაა. რადგან "ქართული ოცნება" და რესპუბლიკური პარტია დაპირისპირებული ძალები არასდროს ყოფილან, ტერმინ "კოალიციურ მთავრობას" ახლა ისინი თავს ვერ შეაფარებენ.

"დურუშნიკობაა" სახეზე. ძალაუფლების და სკამების სიყვარული და პათოლოგიური პატივმოყვარეობა და უპრინციპობა"

დავით კოვზირიძე:

შემოიდგა დაბალ ცეცხლზე ქართული პოლიტიკის მძ**ით სავსე ქვაბი და იწყებს თუხთუხს

ხათუნა ხოფერია:

""რესპუბლიკელების" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მთავრობაში მუშაობას", - გ. კვირიკაშვილი

შეკითხვა მაქვს!

- თუ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა რესპუბლიკური პარტიის წევრი მინისტრების მხრიდან საკუთარი პარტიის ინტერესებისთვის სახელისუფლებო რესურსის ან თანამდებობის გამოყენენის ფაქტები, პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრიც გაიზიარებს???... ანუ პრემიერმინისტრი, რომელიც ამავდროულად არის "ქართული ოცნების" ლიდერი, პასუხისმგებები იქნება მათ პოლიტიკურ ქმედებებზე?????

იხილეთ ასევე: რა შემთხვევაში დატოვებენ "რესპუბლიკელები" სამთავრობო თანამდებობებს

"ოპოზიციაში არ მივდივართ" - დავით უსუფაშვილი

"რესპუბლიკელი" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას" - გიორგი კვირიკაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს