"ინგა გრიგოლია, არ მეშვები რა მთელი ცხოვრება, გოჩასთანაც კი ჩამეწილე" - რა კურიოზს იხსენებს ეკა ხოფერია

"ინგა გრიგოლია, არ მეშვები რა მთელი ცხოვრება, გოჩასთანაც კი ჩამეწილე" - რა კურიოზს იხსენებს ეკა ხოფერია

ჟურნალისტი ეკა ხოფერია "ფეისბუქში" კურიოზულ ამბავს იხსენებს, რომელიც ინგა გრიგოლიას უკავშირდება:

"ვწერ გადაცემას "ცეკვავენ ვარსკვლავები" "ქროუნ პლაზაში", ერთად გამოვდივართ მე და გოჩა ჩერტკოევი, ჰოდა გოჩამ მაინც თავი დაიზღვია, შენი ხო "ინგა ხოფერიას შოუაო", არა-მეთქი, ეკა ხოფერიასი, შეწუხდა) ბევრს ეშლება-მეთქი, არ არის პრობლემა.

არის ასეთი ისტორია: მე და მიშკა ვართ შეყვარებულები, მაგრამ ჯერ არ ვამჟღავნებთ(!!!))), მიშკას ერთი მეგობარი ამბობს, მოკლედ თუ რამეო, ვიტყვიო მიშკა ინგასთან დადისო, ჰოდა მერე რო სიმართლე გაირკვევა და თუ მეტყვიან ძმაკაცები რას გვიმალავდიო, ვეტყვი, ხოფერია/გრიგოლია, რა ვიცი მე ამერიაო))) ინგა გრიგოლია, არ მეშვები რა მთელი ცხოვრება, გოჩასთანაც კი ჩამეწილე)))", - წერს ეკა ხოფერია.

ინგა გრიგოლია:

და მე რომ სულ ეკას მეძახიან (ახლაც ხანდახან) ეთერში მოწვეული სტუმრები... :))

როგორ ძალიან მიყვარხარ შენ მე, რომ იცოდე... უმაგრესი ღირსებების ადამიანი ხომ ხარ და უმაგრესი გოგო...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს