თელავის მოსახლეობის ნაწილს, 7000 აბონენტს გაზის მომატებული ტარიფის გადახდა მოუწევს. ცვლილება იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. კომპანია ვისოლ გაზის გადაწყვეტილებით, დღეიდან ეს აბონენტები 48 თეთრის ნაცვლად, 59-ს გადაიხდიან.