დაკარგული საფლავების სია - ყურადღებით წაიკითხეთ! შესაძლოა, ამ სიაში თქვენი წინაპრის გვარ-სახელი ამოიკითხოთ!

დაკარგული საფლავების სია - ყურადღებით წაიკითხეთ! შესაძლოა, ამ სიაში თქვენი წინაპრის გვარ-სახელი ამოიკითხოთ!

"ემიგრაციაში წამოსულს, საკუთარი თავისთვის ამ გაქცევის "ღალატი" რომ მეპატიებინა, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ყოველი დღე ამერიკაშიც საქართველოთი ვიცხოვრებდი", - მეუბნება 36 წლის ქუთაისელი მანუჩარ კაჭახიძე, რომელიც მეჩვიდმეტე­ წელია, სამშობლოდან შორს ცხოვრობს,­ 13 წელია, ამერიკაში გამოსცემს ერთადერთ ქართულ ჟურნალს "მამული", იკვლევს ქართული ემიგრაციის ისტორიას, ეძებს და პოულობს ქართველთა დაკარგულ საძვალეებს. მანუჩარი მოზრდილ ყუთს მაჩვენებს:­ - აი, ამ ყუთში მაქვს მოთავსებული ჩემი ცხოვრების ჩვიდმეტი წელი, ის უზარმაზარი მასალა, რომელიც ამერიკაში მცხოვრები ქართველების, წინა თაობის ემიგრანტების შესახებ მოვაგროვე. ყველა საკითხი კვლევას, ოფიციალურ ორგანოებთან ხანგრძლივ მიმოწერას საჭიროებდა. ამ ყუთში მოქცეულ ამბებს წიგნად გამოვცემ. აქ არ იქნება დოკუმენტურად დაუდასტურებელი არც ერთი სიტყვა.

მერი შერვაშიძე და ნიუ-იორკის მერის ქართველი მოადგილე

ქართველები ამერიკაში შეძლებულად რომ არ ცხოვრობდნენ, ამას ისიც მოწმ­ობს,­ რომ აგარაკის ასაგებად შეიძინეს მიწის ნაკვეთი ("ალავერდი" დაარქვეს) მხოლოდ 50-დოლარიანი წლიური საწევ­როებით და სიმწრით ახერხებდნენ­ ყოველწლიური გადასახადის გადახდას. წიგნზე­ მუშაობისას­ დავიწყე ერისთავების საგვარეულოს შესწავლა. ნიუ-იორკში "ალავერდი" დააფუძნა სვიმონ­ (სიკო) სიდამონ-ერისთავმა,­ მისი ვაჟი, კონსტანტინე, 1970-იან წლებში ნიუ-იორკის მერის მოადგილე გახლდათ, წვეულებებზე ქართული ჩოხით დადიოდა­ ხოლმე.

მუშაობისას მერი შერვაშიძის მეუღლის, გიგუშა ერისთავის გვარსაც წავაწყდი და საფრანგეთში ერისთავების საფლავების ძებნა დავიწყე. მერი შერვაშიძის შესახებ ჩვენ რევაზ თაბუკაშვილის ფილმით შევიტყვეთ. მან სიცოცხლეში ინახულა გალაკტიონის მუზა... ვიცოდი, რომ მერი ლევილში იყო დაკრძალული, თუმცა, მისი საფლავი არასოდეს მენახა. ძებნისას ლევ­ილის ყველა საფლავის ქვის აღწერა მოვახერხე. გიგუშა ერისთავისა და მერი შერვაშიძის განსასვენებელი კი არსად ჩანდა. ბოლოს სენ-ჟენევიევის სასაფლაოზე მივაგენი. ქვას აწერია: "რუსეთის დედოფლის სეფექალი".

ჰოლივუდში დაკრძალული ქართველები

ჰოლივუდის სასაფლაოზე განისვენებენ: ნესტორ ერისთავი (არაერთ კინოსურათში თამაშობდა) და მისი მეუღლე ანა, ცნობილი ბალერინა და მსახიობი თამარ თუმანიშვილი, რომელიც გრეგორი პეკთან ერთად უამრავ ფილმშია გადაღებული. იქვეა დაკრძალული ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი სილვია ეშლი-ჯორჯაძე, თავად დიმიტრი ჯორჯაძის მეუღლე, რომლის საფლავის ძიება მიმდინარეობს.

განაგრძეთ კითხვა

"სასწაული მოხდა, რეანიმაციაში იწვა და ეს ამბავი რომ გაიგო, მაშინვე უკეთ გახდა, იტირა ამ დაფასებისთვის" - ემოციური კადრები მთაწმინდიდან, სადაც დავით სოკოლოვს ვარსკვლავი გაიხსნეს

"მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითი საკმაოდ ბევრია, ამაზე საჯარო მადლობა მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიტყვი" - ნინო გიორგობიანი

"არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა" - რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი და რა წესების დაცვა მოგიწევთ?