"ამ კაბაში როგორ ჩაეტევი, ნორმალური ხარ? შეხედე, რამხელა ხარ..." - ამბავი თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან ანუ როგორ არ უნდა მოიქცეს დედა

"ამ კაბაში როგორ ჩაეტევი, ნორმალური ხარ? შეხედე, რამხელა ხარ..." - ამბავი თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან ანუ როგორ არ უნდა მოიქცეს დედა

სავაჭრო ცენტრში ვიყავი იმ დღეს, ჰოდა ერთი პატარა გოგონას ტირილმა მიქცია ჩემი ყურადღება - დედას ემუდარებოდა რაღაცას და ცხარე ცრემლებით ტიროდა...

- დე, მიყიდე რაა, მიყიდე, გთხოვ!

- გოგო ამ კაბაში როგორ ჩაეტევი შენ, ნორმალური ხარ? შეხედე, რამხელა ხარ...

ბავშვს დავხედე და მართლაც კარგად ჩაპუტკუნებული პრინცესა იყო, რომელიც ისევ აგრძელებდა ტირილს და ფეხების ბაკუნს....

- დე, გთხოვ, სულ არ შევჭამ საჭმელს, ოღონდ ახლა მიყიდე, არც შოკოლადს შევჭამ არასდროს, ძალიან გთხოვ, დეე...

ისე შემეცოდა, ჩემი თავი გამახსენდა, ბევრ შოკოლადს რომ ვჭამდი და დედა მიკრძალავდა...

მოვკიდე ხელი მის რჩეულ კაბას, პატარა გოგონასაც და კონსულტანტთან მივიყვანე.

- გამარჯობა, ამ გოგონას კაბის ყიდვა უნდა, ეს კაბა კი ძალიან პატარაა, შეიძლება, კაბა შეუნახოთ, სანამ ბავშვი შკოლადს თავს დაანებებს და ამ კაბის ჩაცმას შეძლებს?

კონსულტანტს ეღიმება და კაბას კეცავს:

- აუცილებლად, ერთ თვეში გამოგვიარეთ და ამ კაბას ისევ მოგაზომებ. (ზოგი რა კარგია...)... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია