როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი და თავიდან ავიცილოთ ვირუსები საგაზაფხულო კოქტეილებით

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი და თავიდან ავიცილოთ ვირუსები საგაზაფხულო კოქტეილებით

გაზაფხულის დადგომისას, როდესაც ვიტამინების შემცველობა ორგანიზმში კრიტიკულად დაბალია, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ყველაზე ეფექტური ხერხი იმუნიტეტისთვის არის არა მხოლოდ ხილი და ბოსტნეული, არამედ მათი კოქტეილები. ამასთან, კოქტეილები, რომლებზეც ქვევით გესაუბრებით, გახდომას უწყობს ხელს, ამიტომ იქონიეთ მხედველობაში. გარდა ამისა, ისინი მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნიტეტს, რაც სეზონისთვის დამახასიათებელი ვირუსებისთვის ერთგვარი ბარიერია.

სტაფილოს კოქტეილი

ამ ბოსტნეულის სარგებლობის შესახებ ყველას მოგეხსენებათ. მაგრამ რამდენადაც კარგია სტაფილოს წვენი, იმედენად უმჯობესია მისი შემდეგ იგნრედიენტებთან ერთად დალევა: ბულგარული წიწაკა, ხურმა, გოგრა. ეს ყველაფერი შეგიძლიათ შემდეგ კეფირში ან იოგურტში აურიოთ და ისე მიირთვათ.

ჯანჯაფილის კოქტეილი

ჯანჯაფილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროდუქტია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მართალია ცოტათი ცხარეა, მაგრამ მშვენივრად უმკლავდება ნებისმიერ ვირუსს და ბაქტერიებს, ასე რომ, მისი მოხმარების შემთხვევაში, ვირუსის შეყრის ალბათობა  მინიმუმამდე დადის. მას ბრწყინვალედ ერწყმის ბარდა, ბროკოლი, კიტრი და სხვა მწვანე ბოსტნეული. მთელი ეს მიქსი გააზავეთ კეფირით ან უშაქრო იოგურტით.

კიტრის კოქტეილი

კიტრი თავადაც ძალიან წყლიანი პროდუქტია, მართალია საზამთროს ვერ გაუტოლდება, მაგრამ მაინც. ამიტომ კიტრს გთავაზობთ დაუმატოთ მინერალური წყალი და კეფირი. პიკანტური გემოსათვის დაუმატეთ ერთი კბილი ნიორი. ყველა დანარჩენი ინგრედიენტი (მარილი, პილპილი, მწვანილი თუ სხვა ბოსტნეული) გემოვნების მიხედვით დაუმატეთ.

ხაჭოს კოქტეილი

ეს კოქტეილი განსაკუთრებით მოეწონებათ ექსტრავაგანტული სასმელების მოყვარულებს. ხაჭო თავისთავად სასარგებლო პროდუქტია და არ საჭიროებს დამატებით ”სტიმულატორებს”, მაგრამ რატომ არ უნდა ვაქციოთ ის კოქტეილად რძის დახმარებით? მწვანილეულობის დამატებით (ოხრახუში, ქინძი, ისპანახი, ბაზილიკი) ვიტამინების მარაგს შეივსებთ.

მომზადებულია lady.day.az-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს