„მხოლოდ საქართველოში თუ ნახავ მორწმუნე, რელიგიურ მეძავებს. მდიდარ მღვდელს, მშიერ მრევლს“ - სოფია სებისკვერაძე

„მხოლოდ საქართველოში თუ ნახავ მორწმუნე, რელიგიურ მეძავებს. მდიდარ მღვდელს, მშიერ მრევლს“ - სოფია სებისკვერაძე

მსახიობი სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული სტატუსით ეხმაურება. სოფიას პოსტმა სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

"მხოლოდ საქართველოში თუ ნახავ მორწმუნე, რელიგიურ მეძავებს. მდიდარ მღვდელს, მშიერ მრევლს. დღისით ნისიად გაცემულ პროდუქტებს, ღამით სცენაზე რობი ვილიამს. კაი ბიჭის დებს.გაკერილ საქალწულე აპკებს. შარდით შევსებულ ბიუჯეტს.

ემიგრანტ დედების ხარჯზე მცხოვრებ შვილებს.ღამის კლუბებში არასრულწლოვანებს.მართმადიდებელ მშობელთა კავშირს. ზღვაში მოცურავე ხეს.

ფარულად გადაღებულ სექსებს. სექსუალური ძალადობით შევიწროვებულ თანამშრომლებს. ჯიპების ჯოგს ფეხით სავალ ბილიკზე. ლიმონის და ყვავილების გამყიდველ მშიერ მოხუცებს.

ცარიელ სოფლებს. მშობლების შიშით დაკომპლექსებულ თაობებს და აღარ გავაგრძელებ. არ განვიკითხავ, არც სარკაზმით ვამბობ არც ვატრაკებ...

უბრალოდ მართლა არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ ამას ადრე ჩემს დღიურში ჩავწერდი. ახლა აიფოუნით ვწერ და თქვენ გიზიარებთ ჩემს აზრს.

ხოდა მინდა, ტექსტი შეიცვალოს და არა მხოლოდ ტექნიკა.. ხოდა, ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი და ნუ ველოდებით სხვას. გოდო არ მოვა ა რა", - წერს სოფია.

სკანდალური სტატუსი ლევან კობიაშვილზე, რომელზეც თორნიკე ოქრიაშვილი განმარტებას ავრცელებს - "ძალიან ვწუხვარ..."

"ვერ მოვიწონებ გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ.. ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა" - შოთა არველაძე ერთა ლიგის წაგებულ ფინალს ეხმიანება

"ამ ეტაპზე ერთადერთი შეგვიძლია, ხალხი გარეთ დავტოვოთ და ბლატებით სტადიონზე მოვხვდეთ" - როგორ ეხმაურებიან ქართველი ფეხბურთელების გუშინდელ მარცხს "ფეისუქზე"