რა მოსდის ადამიანის ტვინს "ელესდის" მიღებისას

რა მოსდის ადამიანის ტვინს "ელესდის" მიღებისას

მეცნიერებმა პირველად მოახდინეს იმის ვიზუალიზაცია, თუ როგორი ეფექტი აქვს ნარკოტიკ "ელესდის" ადამიანის ტვინზე. ტვინის სკანირების და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მკვლევარებმა შეძლეს ეჩვენებინათ, რა ხდება, როდესაც ვინმე პოპულარულ ნარკოტიკ "ელესდის" იღებს.

აღმოჩენამ აჩვენა, როგორ ქმნის ნარკოტიკი კომპლექსურ ვიზუალურ ჰალუცინაციებს, რომელიც მის გამოყენებასთან ასოცირდება. "ელესდი" და "პლაცებო" 20 ჯანმრთელ მოხალისეს მიაღებინეს, რომლებსაც მანამდეც ჰქონდათ ჰალუცინოგენების მიღების გამოცდილება. შემდეგ მოახდინეს მათი ტვინის აქტივობის სკანირება.

”ტვინის არეებს შორის ხდება კომუნიკაციური აფეთქება. შედეგები აჩვენებს, რომ ეს ეფექტი ცნობიერების შეცვლას ახდენს, რასაც ხშირად ადამიანები ელესდი გამოცდილებისას აღწერენ ხოლმე. ის აგრეთვე უკავშირდება ”ეგოს- გადაუწყვეტლობას”, რაც ნიშნავს საკუთარი თავის აღქმის ცვლილებას და გარეშე და ბუნებრივი სამყაროს მიერ ჩანაცვლებას”, - ამბობს ექიმი რობინ კარჰარტ ჰარისი.

პირველად "ელესდი" 1938 წელს ფსიქიატრიული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. შემდეგ ის აიკრძალა. ბოლო წლებში მრავალი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკის სტატუსი შესაცვლელია და მისით შეიძლება ფსიქიატრიული აშლილობების, ალკოჰოლიზმის და დეპრესიის მკურნალობა.

”პირველად სამედიცინო ისტორიაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რა ემართება ადამიანის ტვინს ფსიქოდელურ მდგომარეობაში და უკეთ გავიგოთ ელესდის მნიშვნელობა”, - ამბობს პროფესორი დევიდ ნატი.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია