ცნობილი წიგნების გაგრძელებები, რომელთა არსებობის შესახებ არ იცოდით

ცნობილი წიგნების გაგრძელებები, რომელთა არსებობის შესახებ არ იცოდით

გაიხსენეთ შეგრძნება, როდესაც საყვარელი წიგნის ბოლო ფურცლებამდე ხართ მისული და არ გინდათ, რომ ისტორია დასრულდეს. ზოგი ისტორია ბოლო გვერდზე არც დასრულებულა. წარმოგიდგენთ იმ ცნობილ წიგნებს, რომელთა გაგრძელების არსებობის შესახებ, სავარაუდოდ, არ იცოდით.

ჰარპერ ლი - "მიდი, დააყენე მცველი"

ერთ-ერთი საუკეთესო რომანის "არ მოკლა ჯაფარას" გაგრძელება. ახლა მკითხველს აქვს საშუალება შეიტყოს, რა მოუვიდა წიგნის მთავარ პერსონაჟს პირველ ნაწარმოებში აღწერილი მოვლენებიდან ოცი წლის შემდეგ.

ლორენ ვაისბერგერი - "შურისძიება ატარებს პრადას"

"ეშმაკი ატარებს პრადას" კინოადაპტაციამ ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა. მერილ სტრიპის და ენ ჰეთევეის უბადლო სამსახიობო შესრულების შემდეგ, მკითხველს მარტივად შეეძლება გაგრძელების გმირების წარმოდგენა. მეორე წიგნში ენდი საქსი თხოვდება. მაგრამ ყოფილი ბოსისგან დამალვა არც ისე მარტივია.

მარიო პიუზო - "სიცილიელი"

ეს წიგნი "ნათლიას" გაგრძელებად ითვლება. რომანი მკითხველს დონ კორლეონეს უმცროსი შვილის, მაიკლის ბედის შესახებ მოუთხრობს. მარიო პიუზო საინტერესოდ აღწერს სიცილიური მაფიის ცხოვრებას, მათ კანონებს და წესებს.

უინსტონ გრუმი - "ფორესტ გამპი და ქეი"

ამერიკელი მწერალი ახალ შეხვედრას გვთავაზობს ნაცნობ გმირთან, რომელიც ჩვეულ მანერაში გვიყვება ავის თავგადასავალს. ამჯერად საქმე ბიზნესში თავბრუდამხვევ წარმატებას ეხება. წიგნში მოქმედება დინამიურად ვითარდება და რასაკვირველია, ირონიითაა სავსე.

ალექსანდრ დიუმა - "20 წლის შემდეგ"

ბევრმა არ იცის, რომ მამაცი გმირების ისტორია "სამ მუშკეტერში" არ სრულდება. ბოლო თავგადასავლებიდან ოცი წლის შემდეგ მეგობრებს კვლავ უწევთ იარაღის ხელში აღება სამართლიანობის აღსადგენად.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს