"თქვენი ყოფილი ცოლი გათხოვდა და ჩვენ როდის ვნახავთ პირველ ლედის?" - რა უპასუხა პუტინმა მაყურებლის შეკითხვას პირად ცხოვრებაზე

"თქვენი ყოფილი ცოლი გათხოვდა და ჩვენ როდის ვნახავთ პირველ ლედის?" - რა უპასუხა პუტინმა მაყურებლის შეკითხვას პირად ცხოვრებაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან დაუკავშირდა ქვეყნის პირველ პირს, პრეზიდენტის პირადი ცხოვრებით დაინტერესდა: "ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, ცოტა ხნის წინ გაზეთებში დაიწერა, რომ ლუდმილა ალექსანდროვნა გათხოვდა და თქვენ როდის წარმოგვიდგენთ ჩვენი ქვეყნის პირველ ლედის?" - იკითხა ქალმა.

პუტინმა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ასეთი პასუხი გასცა: "იცით, მე და ლუდმილა ალექსანდროვნა ხანდახან ვხვდებით ერთმანეთს, ხშირად არა, მაგრამ ვხვდებით და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. შეიძლება უკეთესი, ვიდრე ადრე გვქონდა. მას ყველაფერი კარგად აქვს. ის თავისი ცხოვრებით კმაყოფილია, მეც კმაყოფილი ვარ, მეც ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს. ღირს თუ არა იმ საკითხის წინა პლანზე გადმოწევა, რომელიც ახლა თქვენ წამოჭერით, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ხალხი დეპუტატებს და პრეზიდენტს იმიტომ ირჩევს, რომ ჩვენ ვიმუშავოთ, ხოლო პირადი ცხოვრება, რომელიც მესმის, რომ წარმოადგენს ადამიანების ინტერესს, არ უნდა იყოს პირველხარისხოვანი თემა. იქნებ ოდესმე შევძლო თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაც", - განაცხადა პუტინმა.

იხილეთ ვიდეო

რამდენიმე წლის წინ, როცა პუტინი ცოლთან ოფიციალურად განქორწინდა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ისევ დაქორწინებას. რაზეც მან უპასუხა, რომ ჯერ ყოფილი ცოლი, ლუდმილა უნდა გაათხოვოს. ბევრმა მაშინ პუტინის სიტყვები ხუმრობად მიიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი სულაც არ ხუმრობდა. მედიასაშუალებებმა ცოტა ხნის წინ გამოქექეს, რომ ლუდმილა პუტინა 2015 წლის თებერვალში გათხოვდა და გვარიც შეიცვალა. ლუდმილა ოჩერეტნაიას ამჟამინდელი მეუღლე 37 წლის არტურ ოჩერეტნია - პიროვნული და კომუნიკაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. ცენტრს დიდი ხნის განმავლობაში ლუდმილა პუტინა კურირებდა, სწორედ იქ გაიცნო წყვილმა ერთმანეთი.

წაიკითხეთ: 12 წლის ბავშვის კითხვა პუტინს - "ვის გადაარჩენდით პოროშენკო და ერდოღანი რომ იხრჩობოდნენ?"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა