თბილისში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა

 თბილისში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა

საგზაო სამუშაოების გამო, 15 აპრილის 09:00 საათიდან 16 აპრილის ჩათვლით კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე (წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღესვე, 09:00 საათიდან საგზაო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარის დაგება სრულდება.

წუხელ, 23:00 საათიდან კი საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის სახელობის ხიდის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები 23.00 საათიდან 08.00 საათამდე 21 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია