"უცებ გავშტერდი, ხემ დამფარა მთლიანად..." - რას ჰყვება მამაკაცი, რომელიც წერეთლის გამზირზე ხის დაცემას გადაურჩა

"უცებ გავშტერდი, ხემ დამფარა მთლიანად..." - რას ჰყვება მამაკაცი, რომელიც წერეთლის გამზირზე ხის დაცემას გადაურჩა

მამაკაცი, რომელიც წერეთლის გამზირზე ხის დაცემას გადაურჩა, Palitra news-თან საუბრისას მომხდარის დეტალებს იხსენებს. როგორც ბორის კაპანაძე ამბობს, შემთხვევის შედეგად სხეულის მცირე დაზიანება მიიღო.

"მოვედი, გავაჩერე მანქანა და გადმოვედი... წამოვიდა ხე და დაეცა ავტომობილს, პატარა ტოტი მომხვდა მე, ოდნავ გამიკაწრა თავი. უცებ გავშტერდი, ხემ დამფარა მთლიანად. მალევე გამოვეცალე იმ ადგილს", - ამბობს ბორის კაპანაძე.

იხილეთ ვიდეო

დაშავებული მამაკაცი მომხდარის შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში იქნა გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

თბილისში მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარია. ამის გამო დედაქალაქის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გამოძახებებმა იმატა.

ასევე იხილეთ: დიდ დიღომში ბიჭი, რომელიც ძლიერ ქარს მიჰქონდა, მანქანიანმა გოგონამ იხსნა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია