"მეგონა, მისი სიკვდილის შემდეგ გული გამისკდებოდა... " - ალექსანდრე ბასილაიას "ზღაპარი სიყვარულისა"

"მეგონა, მისი სიკვდილის შემდეგ გული გამისკდებოდა... " - ალექსანდრე ბასილაიას "ზღაპარი სიყვარულისა"

დაჰპირდა, ცხოვრებაში არასდროს მიგატოვებო, მაგრამ მაინც გატეხა სიტყვა. თურმე, ოქროს ქორწილის აღნიშვნას აპირებდნენ - 50 წელიწადს იცხოვრეს ერთად. მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ღრმა დეპრესია დაეწყო. მერე, ნელ-ნელა ცოტათი გამოვიდა მდგომარეობიდან... სევდა ოდნავ მაინც რომ შემსუბუქებოდა, ბავშვობის გახსენება ვთხოვე, მაგრამ ბავშვობაც, თურმე, "მასთან" ერთად იწყებოდა. ასე აღმოვჩნდი მხოლოდ წარსულისა და გასაოცარი, უსასრულო სიყვარულის პირისპირ, სიყვარულს კი ალექსანდრე (ბუთხუზი) ბასილაია და მისი მეუღლე - ლუიზა კობალაძე ჰქვია.

"იყო და არა იყო რა, რა იქნებოდა, ნეტავ, რაო? შეყვარებულთა ქუჩაზე უცებ რომ გამოედარაო"...

ლუიზა კობალაძე:

- ტყიბულში ვცხოვრობდით მეც და ბუთხუზიც. ის ჩემი 3 წლით უმცროსი დის თანაკლასელი იყო - მაღალი, წარმოსადეგი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი. სკოლის ანსამბლში უკრავდა და კონცერტებზე სხვებსაც უკეთებდა აკომპანემენტს. ყოველთვის დიდივით იქცეოდა, "ბიჭუშკა" არასდროს ყოფილა. სიყვარული 14 წლისამ ამიხსნა - თავისი ამხანაგი გამომიგზავნა ამის სათქმელად. პასპორტი რომ აიღო, კიდევ გამომიგზავნა ამხანაგი, პასპორტიც გამოატანა და შემომითვალა: ხელი მოვაწეროთ, მერე, მშობლებმა რომ არ ნახონ, პასპორტიდან ფურცელს ამოვხევ, მე კი მეცოდინება, რომ ლუიზა ჩემიაო.

თვითონ ზედა უბანში ცხოვრობდა, მის ზემოთ ცხოვრობდა ჩემი მეგობარი ტაია, რომელიც დილაობით ჩამომივლიდა ხოლმე და სკოლაში ერთად მივდიოდით. ბუთხუზმა ეს იცოდა და როგორც კი ჩემი მეგობარი ჩამოსცდებოდა მის სახლს, ესეც ნელ-ნელა უკან მოჰყვებოდა - ასე გვაცილებდა სკოლამდე. რამდენჯერ მეგობრებთან ერთად მჯდარა, მე ჩამივლია და ზედაც არ შემიხედავს.

თურმე, ცრემლი წამოუვიდოდა ხოლმე ამ დროს და მისი მეგობრები ბრაზობდნენ: მაგას ვუჩვენებთ სეირსო. იმხანად ბუთხუზის საქციელზე მეცინებოდა, მაგრამ იმდენი ქნა, ვერც კი მივხვდი, როგორ შემომეპარა სიყვარული. მერე და მერე ხშირად მოდიოდა ჩვენთან, შინ. ვისხედით და ბუთხუზი ჩუმად მწერდა სასიყვარულო წერილებს, მეც წერილობით ვპასუხობდი - მოკლედ, ვმესიჯობდით, მამაჩემი კი ვერაფერს ხვდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ყოფილ პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავირიცხე და თბილისში ბინაც ვიქირავე. ბუთხუზის ოჯახი მანამდე გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში, თვითონ ჯერ ტექნიკუმში მოეწყო, შემდეგ - კონსერვატორიაში... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია