ვინ არის დაინტერესებული არალეგალური ურანით და როგორ მოხვდა ის საქართველოში

ვინ არის დაინტერესებული არალეგალური ურანით და როგორ მოხვდა ის საქართველოში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბირთვული ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. მათგან 3 საქართველოს მოქალაქეა, 3 კი სომხეთის.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები ბირთვული მასალა ურანის (U 238) გასხვისებას 200 მილიონ აშშ დოლარად, თბილისში აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული ხანდაზმული, პენსიონერია.

რა გზით მოხვდა საქართველოში ბირთვული მასალა და ვის ინტერესი შეიძლება იკვეთებოდეს ამ საქმეში, Allnews.ge ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს, ბადრი ნაჭყებიას ესაუბრა.

-ზოგადად, არალეგალურ ურანზე მოთხოვნა სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან არის ხოლმე, პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობენ არალეგალურად მოიპოვონ ბირთვულ იარაღზე კონტროლი.

ამის გამო ჩრდილოეთ კორეას სანქციები დაუწესეს. არის სერიოზული ვარაუდები, რომ ტერორისტებს სურთ მოიპოვონ ბირთვული მასალები. ისინი ნამდვილ ბირთვულ იარაღს ვერ გააკეთებენ, მაგრამ ე.წ. ბინძური ბომბის გაკეთება შეუძლიათ. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია