გამოცხადებული ვაკანსიების უმეტესობა ფუჭია

 გამოცხადებული ვაკანსიების უმეტესობა ფუჭია

ვაკანსიების რაოდენობა იზრდება, მაგრამ რეალურად დასაქმების შესაძლებლობა უფრო და უფრო მცირდება. დასაქმების სააგენტოების ინფორმაციით, გამოცხადებული ვაკანსიების ნახევარზე მეტი ისე იხურება, რომ ადამიანები სამსახურის პოვნას ვერ ახერხებენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სააგენტოების წარმომადგენლები ამის მიზეზად კვალიფიციური კადრების დეფიციტს, ხოლო სპეციალისტები კანონმდებლობის ხარვეზს მიიჩნევენ.

თამამად შეიძლება თქვა, რომ გამოცხადებული ვაკანსიების უმეტესობა ფუჭია. განსაკუთრებით ის, სადაც შრომის ანაზღაურების რაოდენობა კონფიდენციალურია. დიდი ალბათობით, ასეთი "კონფიდენციალობის" მიღმა მწირი ხელფასია, რაც ხალხს მოტივაციას უკარგავს. როგორც აღმოჩნდა, შარშანდელთან შედარებით, წელს ვაკანსიების რაოდენობამ 14%-ით მოიმატა, თუმცა წინა თვესთან შედარებით, მათი რიცხვი შემცირებულია. დასაქმების სააგენტოებში ცვლილების მიზეზად წინასააღდგომო პერიოდს მიიჩნევენ და იმედოვნებენ, რომ მოთხოვნა კვლავ მოიმატებს, რადგან წინ საკურორტო სეზონია. ეს ტენდენცია უკვე შესამჩნევია, რადგან გამოცხადებული ვაკანსიების უმეტესობა სწორედ აჭარის რეგიონზე მოდის და საკურორტო ბიზნესს უკავშირდება.

"შემოსული განცხადებების უმრავლესობა დასაქმების მაძიებლებს ეკუთვნის. ყველაზე მეტი მოთხოვნა გაყიდვების სფეროზეა. მოქალაქეებიც ისეთ სამუშაოს ეძებენ, სადაც დასაქმება მარტივადაა შესაძლებელი. ამასთან, არც მაღალ პოზიციებზე აქვთ მოთხოვნა. უმეტესწილად, კონსულტანტის, მოლარის, სტილისტის, მძღოლისა და მიმტანის პოზიცია აკმაყოფილებთ. კომპანიების მხრიდანაც, უფრო მეტად ამ სამუშაოებზეა მოთხოვნა. იშვიათად, რომ ვინმე კომპანიის მენეჯერის ან ფინანსური დირექტორის ვაკანსიას გვთავაზობდეს", - აცხადებენ დასაქმების ერთ-ერთ სააგენტოში წაიკითხეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია