ტერორისტმა ანდრეს ბრეივიკმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო

ტერორისტმა ანდრეს ბრეივიკმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო

77 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდრეს ბრეივიკმა ნორვეგიის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. ოსლოს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნაულია , რომ ის პირობები, რომელშიც ტერორისტი ანდრეს ბრეივიკი იმყოფება, არღვევს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მესამე მუხლს, რომელიც კრძალავს "არაადამიანურ ან დამამცირებელ სასჯელს".

იხილეთ ვიდეო

გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ დაასკვნა, რომ პატიმრობაში ყოფნის პირობები წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას. გასულ თვეს ბრეივიკმა სარჩელში აღნიშნა, რომ მისი ხუთწლიანი იზოლაცია სამარტოოო საკანში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს.

სასამართლომ ტერორისტის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რადგან არ დაეთანხმა სარჩელში აღნიშნულ მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც ირღვევა კონვენციის მე-8 მუხლი, რაც პირადი ცხოვრების უფლების შესახებ გარანტიას ეხება.

ანდრეს ბრეივიკი 2011 წელს ორმაგი ტერაქტის გამო იხდის სასჯელს, რასაც 77 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა, 151 ადამიანი კი დაიჭრა. 2012 წელს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დედა და დეიდა, რომლებიც 4 არასრულწლოვანს იძულებით ამათხოვრებდნენ, ბათუმის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ფოტოები ე.წ მატროსოვის ციხიდან - როგორ დახვდა ათობით გულშემატკივარი ვანო მერაბიშვილს

ვანო მერაბიშვილმა "მატროსოვის" ციხე დატოვა - ყოფილ შს მინისტრს ტაშით შეხვდნენ