ბავშვი დედის გარდაცვალებიდან 55 დღის შემდეგ დაიბადა

ბავშვი დედის გარდაცვალებიდან 55 დღის შემდეგ დაიბადა

პოლონეთში ექიმების ძალისხმევის შედეგად დაიბადა ბავშვი, რომლის დედაც 55 დღით ადრე გარდაიცვალა. ქალი ფეხმძიმობის 17-ე კვირის თავზე გარდაიცვალა თავის ტვინის პროგრესირებადი სიმსივნით. ექიმებმა ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დასვეს, თუმცა აღმოაჩინეს, რომ გული ისევ ფუნქციონირებდა. ბავშვი იმ დროისთვის ძალიან პატარა იყო. ამიტომ ექიმებმა გადაწყვიტეს, ხელოვნურად გაეგრძელებინათ ქალის ორგანოების სიცოცხლე, რომ ბავშვისთვის გადარჩენის შანსი მიეცათ.

ქალი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის სისტემაზე მიაერთეს. ოპერაციის სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ძირითადად, სიცოცხლისთვის აუცილებელი ფუნქციების მუშაობის გახანგრძლივება რამდენიმე დღით ხდება, ექიმებს კი სჭირდებოდათ, რამდენიმე კვირით გაეზარდათ ხანგრძლივობა, სანამ ნაყოფი საჭირო ასაკამდე არ მიაღწევდა.

26 კვირის თავზე ექიმებმა ქალს საკეისრო კვეთა გაუკეთეს. ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ მათ ქალი სისტემიდან გათიშეს.

მომზადებულია sobadsogood.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს