"საქართველო არის ნახევრად ოკუპირებული და მთლიანად ევროპული" - გიორგი კვირიკაშვილი

"საქართველო არის ნახევრად ოკუპირებული და მთლიანად ევროპული" - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო არის ნახევრად ოკუპირებული და მთლიანად ევროპული, - ასე შეაფასა ქვეყანა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, "მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლითაც ყველა ვიამაყებთ".

"ევროპის საბჭო გახლავთ არსი გაგებისა, რასაც ვეძახით ევროპელობას. საპარლამენტო ასამბლეა კი არის ფორუმი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური განცხადებებისთვის. ამჟამად, ამ წელს ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს - მოგიწოდებთ ყველას, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლითაც ვიამაყებთ. გაგვაკრიტიკეთ, მაგრამ დაგვეხმარეთ, დაგვეხმარეთ ავაშენოთ იმ საფუძველზე, რომელიც ერთად ჩავყარეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია და მთლიანად ევროპული", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა სესიის მონაწილეებს.

პრემიერის თქმით, საქართველო პასუხობს მოლოდინებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა, ინსტიტუციების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება - რეფორმების სისტემა ფუნქციონირებს. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ერთად უფრო დავაჩქარებთ დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს - ერთად, ყველა ეჭვის საწინააღმდეგოდ და ყველა ძალის საპირწონედ, რომელსაც ევროპის დანაწევრება სურს. ჩვენ ისტორიის სწორ გზას მივყვებით. მოდით, ერთად დავდგეთ იმ ღირებულებების მხარდასაჭერად, რომელსაც ევროპა უჭერს მხარს. ჩვენ ევროპელები ვართ და ღირსების გრძნობა საქართველოს ყველა მოქალაქის გულში დევს. ევროპა გახლავთ ღირსების ის მაჩვენებელი, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ყველა მცხოვრები", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."