პუშკინის ქუჩა დღეს 00:00 საათიდან 24 აპრილის 08:00 საათამდე გადაიკეტება

პუშკინის ქუჩა დღეს 00:00 საათიდან 24 აპრილის 08:00 საათამდე გადაიკეტება

პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს 00:00 საათიდან 24 აპრილის 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, მალის ნაშენის მოწყობა. პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, რაც განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს.

თბილისის მერია შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია