როგორია გოგონას მდგომარეობა, რომელიც მეტროს ლიანდაგში ჩავარდა - ინფორმაცია იაშვილის კლინიკიდან

როგორია გოგონას მდგომარეობა, რომელიც მეტროს ლიანდაგში ჩავარდა - ინფორმაცია იაშვილის კლინიკიდან

15 წლის გოგონა, რომელიც მეტროსადგურ "პოლიტექნიკურში" ლიანდაგში ჩავარდა, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, გოგონას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა "ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე არ არის".

ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

"საავადმყოფოში სულ რამდენიმე წუთის წინ შემოიყვანეს 15 წლის გოგონა. ჯერჯერობით შეგვიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმე არ არის. უნდა ჩაუტარდეს კომპიუტერული და რენტგენოლოგიური კვლევები და დაზიანებების შესახებ ზუსტი სურათი სწორედ კვლევის შემდეგ გვეცოდინება", - განაცხადეს იაშვილის კლინიკაში.

"პოლიტექნიკურის" მეტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ: "ფეხი აუცურდა და ლიანდაგებში ჩავარდა..." - რას ჰყვება თვითმხილველი მეტრო "პოლიტექნიკურში" მომხდარი ინციდენტის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია