„მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება დროულად მოახერხა...“ – „პოლიტექნიკურში“ მომხდარი ინციდენტის გამო საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია

„მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება დროულად მოახერხა...“ – „პოლიტექნიკურში“ მომხდარი ინციდენტის გამო საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია

მემანქანემ, მატარებლის დამუხრუჭება დროულად მოახერხა, რის გამოც 15 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გოგონას კიდურების მოტეხილობა აღენიშნება.

"დაახლოებით ერთი საათის წინ მეტროსადგურ "პოლიტექნიკურის" ბაქანიდან ლიანდაგზე 15 წლის გოგონა ჩავარდა, მომხდარის მიზეზი უცნობია და აღნიშნულს გამოძიება დაადგენს. საბედნიეროდ, სადგურზე შემოსული მატარებლის მემანქანემ დროულად მოახდინა დამუხრუჭება და გოგონას სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. მას გონება არ დაუკარგავს, აღენიშნება კიდურების მოტეხილობა და გადაყვანილია იაშვილის კლინიკაში", - აღნიშნეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

"მეტროსადგურ "პოლიტექნიკურში" შსს-ს ექსპერტიზის სამსახურს მუშაობა არ დაუსრულებია, რის გამოც საპატრულო პოლიცია მატარებლების მოძრაობის აღდგენის ნებართვას არ იძლევა. საბურთალოს ხაზს არ გააჩნია მატარებლების მობრუნების საშუალება, ამიტომაც მთელი ხაზი პარალიზებულია და მატარებლების მოძრაობა არ ხდება", - განმარტეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მეტროსადგურ "პოლიტექნიკურში" ბაქანიდან ლიანდაგში 15 წლის გოგონა ჩავარდა.

ასევე იხილეთ: "ფეხი აუცურდა და ლიანდაგებში ჩავარდა..." - რას ჰყვება თვითმხილველი მეტრო "პოლიტექნიკურში" მომხდარი ინციდენტის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია