თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტში" შსს-ს ექსპერტიზის სამსახურის წარმომადგენლებმა მუშაობა დაასრულეს, რის შემდეგადაც საპატრულო პოლიციამ მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობას მატარებლების მოძრაობის აღდგენის ნებართვა მისცა.

მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" ბაქანიდან ლიანდაგში დღეს 15 წლის გოგონა ჩავარდა. მოზარდი კიდურების მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია