კადრები ეროს რამაზოტის გრანდიოზული კონცერტიდან და მაყურებლის ემოციური შეძახილები

კადრები ეროს რამაზოტის გრანდიოზული კონცერტიდან და მაყურებლის ემოციური შეძახილები

თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ეროს რამაზოტი ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით - The Perfetto World Tour პირველად წარსდგა. კონცერტზე სრულდება ჰიტები ალბომიდან Perfetto - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: Terra Promessa, Più Che Puoi, Cose Della Vita, Più Bella Cosa, Adesso Tu, Se Bastasse Una Bella Canzone... კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით. ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება. “კონცერტზე ყველაფერი კარგად იქნება და მხოლოდ საუკეთესო სიმღერებს ვიმღერებ. მაყურებელს გააჩნია, როგორ მიმიღებს. რათქმა უნდა, მე მაქსიმუმს გავაკეთებ“, - განაცხადა რამაზოტიმ გუშინ იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება