რუსეთმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, ოთარ ყალიჩავას, მეტსახელად ოთარიკ ზუგდიდსკის ექსტრადიცია განახორციელა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გავრცელებული ცნობით, ყალიჩავას ექსტრადირება მოსკოვიდან თბილისში განხორციელდა.
იხილეთ ვიდეო| ოთარიკ ზუგდიდსკის აყვანის კადრები რუსეთიდან
"რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლიპეცკელ კოლეგებთან ერთად 36 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, ე.წ კანონიერი ქურდი დააკავა, რომლის მეტსახელია ოთარიკ ზუგდიდსკი", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, რუსეთიდან ოთარ ყალიჩავას არა ექსტრადირება, არამედ დეპორტაცია განხორციელდა. რაც შეეხება ყალიჩავას კანონიერ ქურდობას, შსს-ს განმარტებით, მას "მსგავსი წოდება არ აქვს და შესაბამისად, ის საქართველოში, როგორც დეპორტირებული მოქალაქე ისე შემოვიდა".