ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ ბრწყინვალე შვიდეულის შესახებ და როგორ ვილოცოთ აღდგომიდან ამაღლებამდე

რა უნდა ვიცოდეთ ბრწყინვალე შვიდეულის შესახებ და როგორ ვილოცოთ აღდგომიდან ამაღლებამდე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.

ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ვიხსენებთ მიცვალებულებს, გავდივართ საფლავებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, ვახაროთ მათ "ქრისტე აღსდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!"

ასე რომ, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა.

განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენს გულშია, ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა. ამასთან, საფლავებზე გავდივართ სწორედ ორშაბათს და არა თვით აღდგომას, რაც არ იქნებოდა მართებული. თუმცა, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, საფლავებზე გასვლა, დროებით შეზღუდულია.

ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც: დაწყებით ლოცვებში სულიწმინდის მოწვევის ლოცვა "მეუფეო ზეცათაო...." სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ვამბობთ: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".

იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას "გამარჯობის" ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: "ქრისტე აღსდგა" - "ჭეშმარიტად!" "ჭეშმარიტად აღსდგა!" "ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!"

აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია. მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები,

ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი.

პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ:

"პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ - ბრწყინვალე შვიდეულში".

ჩვეულებრივი დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების, დაუჯდომლების და ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირიაკიდან (აღდგომის მომდგევნო პირველი კვირა დღიდან).

თომას კვირიდან ამაღლებამდე "მეუფეო ზეცათაოს" ნაცვლად ვამბობთ აღდგომის ტროპარს ("ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...") 3-ჯერ, ხოლო "ღირს არსის" ნაცვლად ვამბობთ: "ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ. განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა"

მუხლთადრეკა და დიდი მეტანიები განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).

ბრწყინვალე შვიდეული ხსნილია ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე (აღდგომიდან მე-40 დღე) ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია თევზით.

ბრწყინვალე შვიდეულში საზრდელის მიღების წინ და შემდეგ ვამბობთ მხოლოდ აღდგომის ტროპარს ("ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...") 3-ჯერ, ხოლო თომას კვირიდან ამაღლებამდე საზრდელის მიღების წინ ლოცვას ვიწყებთ აღდგომის ტროპარით, ხოლო შემდეგ "ღირს არს"-ის ნაცვლად ვამბობთ: "ანგელოზი ღაღადებს..."

ამირან გამყრელიძე ჩინური "სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

ამირან გამყრელიძე ხვალ "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება