რუსეთის დროშიანი ავტომობილები გორში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად

 რუსეთის დროშიანი ავტომობილები გორში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად

გორში დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. 11:00 საათზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მეორე მსოფლიო ომის გორელ მონაწილეებს ტრადიციულად გორის ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმთან მიულოცავენ და ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ. ვეტერანების პატივისაცემად გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები ღონისძიებას გამართავენ.

პარალელურად, ორი მანიფესტაცია იგეგმება სტალინის სახლ-მუზეუმთან. ერთდროულად მუზეუმის და სტალინის სახლის ტერიტორიაზე მიტინგს გამართავენ "კომუნისტური პარტიის" გორელი წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ასევე, წინასწარი ინფორმაციით, მანიფესტაციის გამართვას გეგმავენ ევრაზიული კავშირის მომხრეები. ბოლო დღეების განმავლობაში გორის ქუჩებში რუსული სანომრე ნიშნებით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის დროშებით და გეორგიევსკის ლენტებით ათამდე ავტომობილი გამოჩნდა. გორის ქუჩებში დღეს დილიდან შეინიშნება ავტომობილები რუსეთის სახელმწიფო დროშებით.

მეოთხე აქცია კი იმ ახალგაზრდების მიერ იგეგმება, რომლებიც რუსეთთან ნებისმიერი ტიპის ალიანსს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ევროპული გზა ერთადერთი სწორი არჩევანია. 9 და 10 მაისს ეს ახალგაზრდები ქალაქში ევროპის დღეებით პასუხობენ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია