ოჯახის წევრები 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს ეძებენ

ოჯახის წევრები 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს ეძებენ

ოჯახის წევრები მესამე დღეა 23 წლის რუსუდან ახალბედაშვილს ეძებენ. როგორც ამბები.გე-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გოგონა ბოლოს, 7 მაისს რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

"რესტორნიდან მეგობრებთან ერთად გამოვიდა, ნასვამი ყოფილა, სახლში ტაქსით წამოსულა. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. საპატრულო პოლიციამ რუსუდანის მობილური და ჩანთა სამტრედიის ქუჩის ასახვევთან, მტკვრის სანაპიროზე იპოვა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც პოლიცია, ასევე მაშველები", - ამბობს რუსუდან ახალბედაშვილის ოჯახის ახლობელი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, გოგონას სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია