ავტომატით შეიარაღებული ახალგაზრდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა

ავტომატით შეიარაღებული ახალგაზრდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხა

გვიან ღამით, გურჯაანში, ქალაქის ცენტრში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს თავს ავტომატით შეიარაღებული 26 წლამდე ასაკის მამაკაცი დაესხა და სამართალდამცავების მისამართით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ავტომობილით მიიმალა. პოლიციისთვის მისი ვინაობა ცნობილია და ძებნა მიმდინარეობს. სროლის შედეგად არავინ დაჭრილა. პოლიციელებმა შეიარაღებულ მამაკაცთან ერთად მყოფი რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს.

სროლა ქალაქის ცენტრში დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მანამდე რამდენიმე წუთით ადრე მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გარკვევას ცდილობდნენ, რა დროსაც მამაკაცმა, რომელიც შემთხვევის დროს ავტომობილს მართავდა, მანქანიდან ავტომატი ამოიღო და სამართალდამცავების მისამართით ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრის ავტომანქანით მიიმალა. ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა