ახალი სახეები „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში - ყრილობაზე კონკრეტული გვარები დასახელდა

ახალი სახეები „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში - ყრილობაზე კონკრეტული გვარები დასახელდა

პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრთა განახლებული შემადგენლობა ცნობილია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა პარტიამ დღევანდელ ყრილობაზე დაამტკიცა.

უფრო კონკრეტულად, "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოში რჩებიან პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე და ნოდარ ხადური, ასევე პოლიტიკურ საბჭოს უერთდება პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, ესენი იქნებიან: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.

იხილეთ ვიდეო

"მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, განახლებული გუნდი, განახლებული ენერგია, კონკრეტული გეგმები და მკაფიო ხედვა, რომელსაც ენდობა ჩვენი ხალხი და ეჭვი არ შეაქვს, რომ ,,ქართული ოცნების" ყველა ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება. ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს და ქვეყნის სტაბილური განვითარებით მოვუტანთ კეთილდღეობას ყველას.

როგორც პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მე დარწმუნებული ვარ, ,,ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს", - განაცხადა პარტიის ახალმა ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."