ორი მცირეწლოვნისა და მათი დედის სულისშემძვრელი ამბავი, რომელთა ბედი პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ხელთაა...

ორი მცირეწლოვნისა და მათი დედის სულისშემძვრელი ამბავი, რომელთა ბედი პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ხელთაა...

"კვირის პალიტრის" რედაქციას ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალის ექიმმა ნინო კოჭლამაზაშვილმა მიაკითხა და უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების სულისშემძვრელი ამბავი უამბო. ეს ერთი ოჯახის ნელი სიკვდილის ისტორიაა, რომლის შესაჩერებლად სოფლის ექიმმა ყველა პირადი საზრუნავი გვერდზე გადადო და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს მათ გადასარჩენად... ჯერჯერობით მისი მცდელობა შედეგს ვერ იღებს, თუმცა ახლა მკითხველის დახმარების იმედზეა. დღეს ამ სოფლის მკვიდრი ორი მცირეწლოვანისა და მათი დედის ბედი, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ხელთაა...

ნინო კოჭლამაზაშვილი:

- ეს ისეთი მძიმე ამბავია, ცრემლების გარეშე ლაპარაკიც არ შემიძლია, არ მინდოდა თქვენი შეწუხება, ვცდილობდი ჩვენთან იმ ცალკეული ადამიანებისთვის მეთხოვა დახმარება, ვისაც მატერიალურად თუნდაც მცირე სახსრის გაღება შეუძლია, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, არადა, მდგომარეობა უკვე ძალიან დამძიმდა... იმ სოფელში, სადაც ვმუშაობ, ახალგაზრდა ქალი, ლია ზაალიშვილი ჩემ თვალწინ კვდება და დამხმარე არავინ ჰყავს; თავს ვალდებულად ვთვლი რომ რაიმე გავაკეთო, როგორმე შევუმსუბუქო ამ ხალხს ცხოვრება. სოფელში მისული თავიდანვე გამაოგნა ამ ოჯახის გაჭირვებამ - ლია, თვეების ბავშვთან ერთად, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. მალე ლიამ მეორე ბავშვიც გააჩინა და, კიდევ უფრო გართულდა მათი მდგომარეობა, მაგრამ რაც ახლა აქ ხდება, იმის აღწერაც არ შეიძლება, - მთელი ოჯახი ავად არის... ლია, ფაქტობრივად, უკანასკნელ დღეშია და ხელისშემშველებელი არავინ ჰყავს. ერთი მოხუცი დედა ჰყავს, რომელიც სკოლაში დამლაგებლად მუშაობს და როგორც შეუძლია ეხმარება შვილს.

- ბავშვებს მამა არ ჰყავთ?

- სამწუხაროდ, მამა არც ერთს არ ჰყავს. სოციალური დახმარება აქვთ, რითაც ეს საბრალო ქალი, როგორც შეეძლო შვილებს ისე უვლიდა, ფაქტობრივად, შრომისუუნაროა, მაგრამ ბოლო დრომდე ბავშვებისთვის ლუკმის მიწოდებაც შეეძლო და წყლის მიცემაც. ახლა კი ესეც აღარ შეუძლია, 2 თვეა საწოლიდან ვეღარ დგება. თუმცა ეს ერთადერთი უბედურება როდია ამ ოჯახში. ჯერ 4 წლის მინდიას საბავშვო ბაღში ტუბერკულოზი შეეყარა, 2 წლის ნათია კი ამ ცოტა ხნის წინ შიმშილისაგან გაითიშა, რის შემდეგაც რამდენიმე კვირა აპარატზე იყო მიერთებული. ბავშვი კი გადარჩა საავადმყოფოში და კიდეც გამოკვებეს, მაგრამ აპარატურაზე ხანგრძლივად მიერთებისაგან მოძრაობის უნარი დაკარგა...  "კვირის პალიტრის" საიტზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია