ხელფასები მერიაში "ოცნებამდე" და ახლა

ხელფასები მერიაში "ოცნებამდე" და ახლა

თბილისის მერიაში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, პრემია-დანამატების მოცულობა შემცირებულია და თანაც არცთუ უმნიშვნელოდ, თუმცა სისტემა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ბრალდება გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებზე. "ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა შეედარებინა, რომელი ხელისუფლების პირობებში უფრო მეტ ანაზღაურებას იღებდნენ ჩინოვნიკები.

რა სახის პრემია-დანამატი გაიცემოდა "ნაცმოძრაობის" მმართველობის ბოლო წლებში და რამდენს იღებენ "ოცნების" თბილისელი მოხელეები, ამასთან დაკავშირებით გაზეთმა ინფორმაცია დედაქალაქის მერიიდან გამოითხოვა. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა საშუალო ყოველთვიური შემოსავლები შემცირებულია.

ხელფასები "ოცნებამდე" და ახლა

თბილისის მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მერის მოადგილეები და ვიცე-მერები ყოველთვიურად საკმაოდ დიდი ოდენობით პრემია-დანამატს იღებდნენ, შესაბამისად, მათი შემოსავალი წლიურად 100 ათას ლარსაც კი უტოლდებოდა.

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2013 წელს თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ ანაზღაურების სახით სულ 89 243 ლარი აიღო, საიდანაც 30 162 ლარი იყო ხელფასი, 37 693 ლარი დანამატი, 21 387 ლარი კი - პრემია. რაც შეეხება 2014 წელს, ივლისის ჩათვლით სევდია უგრეხელიძემ სულ 55 360 ლარი მიიღო და მაშინაც მისი სახელფასო დანამატი და პრემია ხელფასს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. ვიცე-მერმა (რამდენიმე თვის განმავლობაში კი მერის მოვალეობის შემსრულებელმა) 2014 წლის 6 თვეში სახელფასო დანამატის სახით მიიღო 23 456 ლარი, პრემიის კი - 13 050 ლარი.

2013 წელს 90 585 ლარის ანაზღაურება მიიღო მერის მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ. აღნიშნული თანხიდან 31 401 ლარი იყო ხელფასი, 37 383 ლარი დანამატი, 21 800 ლარი კი პრემია. 2014 წლის 7 თვეში კი აბესაძემ თანამდებობაზე ყოფნისას 50 953 ლარის ანაზღაურება მიიღო, საიდანაც ხელფასი იყო 17 895 ლარი, დანამატი - 21 858 ლარი, პრემიის ოდენობამ კი 11 200 ლარი შეადგინა  განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."