თამაზ მეჭიაური - თუ პრეზიდენტი ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს შეიწყალებს, მადლობა ბიძინა ივანიშვილს უნდა გადავუხადოთ

თამაზ მეჭიაური - თუ პრეზიდენტი ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს შეიწყალებს, მადლობა ბიძინა ივანიშვილს უნდა გადავუხადოთ

თუ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს შეიწყალებს, ბიძინა ივანიშვილსაც უნდა გადავუხადოთ მადლობა, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თამჯდომარე თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ივანიშვილს მადლობა იმიტომ ეკუთვნის, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად სწორედ მისი დანიშნულია.

"რაც შეეხება შეწყალებას, ეს გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ, თუ პრეზიდენტი შეიწყალებს, ასევე ბიძინა ივანიშვილს უნდა გადავუხადოთ მადლობა ხალხო, იმიტომ, რომ იმან დანიშნა მარგველაშვილი. თუ მარგველაშვილი ამათ შეიწყალებს და კარგი კაცია, მაშინ ბიძინა ივანიშვილს კარგი კადრი შეურჩევია. ის მოსამართლეები თუ ცუდები არიან, გალანძღეთ სააკაშვილი, იმიტომ, რომ იმან დანიშნა ისინი", - განაცხადა მეჭიაურმა, რომლის კომენტარსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.

ე. წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს დღეს "ეროვნულმა ფორუმმა" მიმართა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."