"ეს უფრო გამიჭირდა, ვიდრე მეუღლესთან განშორება, ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი" - თიკა ჯამბურია პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

"ეს უფრო გამიჭირდა, ვიდრე მეუღლესთან განშორება, ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი" - თიკა ჯამბურია პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

მომღერალი თიკა ჯამბურია პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა. როგორც გადაცემა "ანფასში" ჯამბურიამ განაცხადა, მეუღლესთან დაშორების შემდეგ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელზეც თიკა უზომოდ შეყვარებული იყო.

"იმდენად იდეალურად დაიწყო ეს ურთიერთობა, მეგონა, ღმერთმა გამომიგზავნა ეს ადამიანი. ყურებამდე შეყვარებული იყო. ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემი ყურადღება მიექცია, თვითონ ჰქონდა ინიციატივა, რომ გავეცანი, მოვწონდი. მეგონა, რომ ეს იყო კრახის შემდეგ ერთ-ერთი კარგი პერიოდი. მეგონა, რომ ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ გულნატკენი ვიყავი და ასეთი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ის აღარ გაიმეორებდა იგივეს. მეგონა, მეორეჯერ გულს არავინ მატკენდა. როგორც პირველ, ამ შემთხვევაშიც ჩვენი დაშორების მიზეზი გოგო იყო. გოგოების სახელებიც ერთიდაიგივე იყო. ერთ მშვენიერ დღეს მითხრა, რომ სხვა მიყვარსო. მე ვიყავი ყურებამდე შეყვარებული. პარალელურად დადიოდა სხვასთან. მივხვდი, რომ ჩემი პირველი სიყვარულის მერე იგივე შეცდომას არავის აღარ ვაპატიებს. იმდენად ცუდათ მომექცა, ვამბობ, მემგონი ეს უფრო გამიჭირდა, ვიდრე მეუღლესთან განშორება, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ტკივილი", - ამბობს ჯამბურია.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია