ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატები საქართველოს პროკურატურას და მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დებატებში იწვევენ. როგორც ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატებმა ლევან სამუშიამ და სოსო ბარათაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, დღეს პროკურატურის მხრიდან მოხდა სიცრუის კიდევ ერთხელ ტირაჟირება. ამასთან, ადვოკატების თქმით, იმ ბრალდებებზე, რომელიც პროკურატურამ დღეს გამოქვეყნებული მოსაზრებების სახით გახადა საჯარო, დაცვის მხარეს პასუხები უკვე გაცემული აქვს.

"ჩვენ მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას, ასევე მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ნუ იმალებიან და ნუ საუბრობენ მხოლოდ ერთი მხრიდან. გამოვიდნენ საჯაროდ ნებისმიერ დებატებში, თუნდაც წამყვანად მოიყვანონ მოსამართლე ბუგიანიშვილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს და ეს საზოგადოებამ შეაჯეროს, ვის მხარეს არის სამართალი, ვინაიდან სასამართლოს ნდობა არ გააჩნია, ჩვენ ავირჩიეთ მსგავსი ფორმატი", - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების ნაწილის გასაჯაროვება ხდება იქიდან გამომდინარე, რომ "პასუხი გაეცეს საქმეში მონაწილე ადვოკატების და საქმის პოლიტიზირებით დაინტერესებული პირების უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ განცხადებებს".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია