ომარ ნიშნიანიძე დავით კოღუაშვილზე - როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ

ომარ ნიშნიანიძე დავით კოღუაშვილზე - როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ

როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ პარტია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის მისამართით განაცხადა.

როგორც ნიშნიანიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც იმ პოზიციაზეა, რომ ,,კოღუაშვიის გადაცდომები იყო უადგილო".

"შეიძლება ითქვას, ძალიან უხეშიც. მან თავისთავზე აიღო ეს ყველაფერი, ბატონმა გიორგიმ მობოდიშებასავით თქვა, რომ კოღუაშვილი პროტესტს გამოთქვამდა წინა რეჟიმის დროს ანუ ეს არ არის მისი სტილი. თვითონაც განიცდის, ბუნებრივია. ვნახოთ, პროცესები გრძელდება. საინტერესო იქნება თავად დავით კოღუაშვილის მოსმენა", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

კითხვაზე, უნდა გაირიცხოს, თუ არა კოღუაშვილი პარტიიდან, ნიშნიანიძის თქმით, ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ არის.

"მე ადრეც ვთქვი - როგორც მოიყვანეს, ისე წაიყვანონმეთქი. ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა არ არის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დავით კოღუაშვილს ალბათ, მოუწევს ჩვენთან განმარტებების გაკეთება", - აღნიშნა ნიშნიანიძემ.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელ შეხვედრას, ნიშნიანიძის თქმით, თემა, რომელზეც იმსჯელეს, იყო "გუნდურობის შენარჩუნება, ერთიანობა დარჩენილი დროის განმავლობაში".

,,ჩვენ დავუდასტურეთ და ერთიანი ძალებით ვიბრძოლებთ, რომ გავიმარჯვოთ", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."