"ჩვენ გვინდა სუფთა წყალი" - აქცია ზუგდიდის დევნილთა ახალ დასახლებაში

"ჩვენ გვინდა სუფთა წყალი" - აქცია ზუგდიდის დევნილთა ახალ დასახლებაში

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ახალ დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა სასმელ წყლთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე ხმაური სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს მოჰყვა, რის მიხედვითაც დასახლებაში არსებული ჭაბურღილი ფეკალური მასით არ არის დაბინძურებული. თუმცა, ამავე დასკვნაში წერია, რომ მცირეოდენი ჰიგიენური გადამეტება, რომელიც ფიქსირდება, დაუქლორავი წყლისთვისაა დამახასიათებელი და შესაძლოა, ზედაპირული წყლებით იყოს გამოწვეული.

დევნილები ახალი ჭის გათხრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არსებული ჭაბურღილის წყალს არ გამოიყენებენ. ადგილზე დევნილთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მოსახლეობას ე.წ. წვეთოვანის და ფილტრის დაყენება შესთავაზეს, თუმცა მათ უარი განაცხადეს.

იხილეთ ვრცლად radioatinati.ge-ზე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა