რით ანებივრებენ მამაკაცები ნათია წიწილაშვილს

რით ანებივრებენ მამაკაცები ნათია წიწილაშვილს

მსახიობი ნათია წიწილაშვილი თავს წარმატებულ მსახიობად არ მიიჩნევს. ამბობს, რომ ის დღეს უბრალოდ, პოპულარულია. ცხოვრებისგან მარცხი არასდროს უგემია. ამბობს, რომ დედის რჩევები მისთვის მნიშვნელოვანია: "რამდენჯერაც არ გავითვალისწინე მისი სიტყვები, იმდენჯერ ვინანე".

ბავშვობა

- პრანჭია არ ვიყავი. დედის კაბები, სამკაულები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რომ უყვართ პატარა გოგონებს, მე ასეთი არ ვიყავი. დამჯერი ბავშვი გახლდით. სხვათა შორის, მშობლები რომ მეტყოდნენ და რაღაცას ამიხსნიდნენ, მათ ვუჯერებდი. შეცდომას აღარ ვიმეორებდი.

- ზარმაცი იყავი?

- ზარმაცი ნამდვილად ვიყავი და ამის გამო, მშობლებისგან შენიშვნას ვიღებდი. ჭამასთან დაკავშირებით, პრობლემას არასდროს ვქმნიდი და არც იმის შეხსენება მჭირდებოდა, რომ გაკვეთილები უნდა მომემზადებინა. უფრო მეტიც, წინასწარ ვასრულებდი დავალებებს ორშაბათისთვის, რომ შაბათი და კვირა დღე თავისუფალი მქონოდა. სამაგიეროდ, ვზარმაცობდი, როცა მთხოვდნენ, სადღაც წავსულიყავი, რაღაც მომეტანა და მშობლებისგან შენიშვნას ვიღებდი კიდეც.

- მასწავლებლებს აბრაზებდი? "შატალოზე" თუ დადიოდი?

- მასწავლებელს მარტო იმით ვაბრაზებდი, რომ ბევრი ლაპარაკი მიყვარდა. მე და ჩემი მეგობარი ერთ მერხთან ვისხედით და სულ ვჭორაობდით. ჰოდა, მასწავლებელიც ხშირად მეუბნებოდა: გადაჯექიო. აქედან გამომდინარე, ძირითადად, ბოლო მერხთან ვიჯექი ხოლმე. ე.წ. "შკოლნიკი" არასდროს ვყოფილვარ. "შატალოზეც" დავდიოდი და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ, ერთხელ მაინც ვიქნებოდი გაკვეთილის გაცდენის ინიციატორი.

- სკოლაში სწავლის პერიოდში, რა პროფესიაზე ოცნებობდი?

- თავიდან არქეოლოგობა მინდოდა, მერე არქიტექტორობა. ცათამბჯენების დაპროექტებაზე ვოცნებობდი. მეცხრე კლასში ყოფნისას გადავწყვიტე, რომ სამსახიობოზე უნდა ჩამებარებინა.

- საბავშვო ბაღში ან სკოლაში ვინმე გიყვარდა?

- საბავშვო ბაღში მიყვარდა თუ არა, არ მახსოვს. სკოლაში კი მყავდა უფროსკლასელი შეყვარებული. ის ჩემზე ორი წლით დიდი იყო და სკოლაში ჩვენი სიყვარულის შესახებ ყველამ იცოდა. მოკლედ, პირველ სიყვარულს რომ ეძახიან, სწორედ ის იყო...

პროფესია და

პირველი წარმატება

- სკოლის შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტთან არსებულ კოლეჯში ვსწავლობდი. ბევრი ძალიან ახლო მეგობარი სწორედ ამ კოლეჯში შევიძინე.

- რას მიიჩნევ შენს პირველ წარმატებად პროფესიაში?

- სტუდენტობის პერიოდში სერიალის - "ბიჭები და გოგოები" კასტინგზე მივედი და როლზე დამამტკიცეს. პირველი ახალგაზრდული და ძალიან წარმატებული ქართული სერიალი იყო, რომელში მონაწილეობაც ძალიან მინდოდა. ეს სურვილი იოლად ამიხდა. ამას მოჰყვა სხვა პროექტები. იყო რაღაცები, სადაც კასტინგიც არ გამივლია და პირდაპირ დავუმტკიცებივართ როლზე.

- მიზანდასახული ხარ?

- მიზანდასახული ვარ და ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე, არავინ არასდროს არაფერში დამხმარებია. ისე, არ ვთვლი, რომ წარმატებული მსახიობი ვარ. პოპულარობა და წარმატება ერთი და იგივე რამ არ არის... რასაც დღეს ვაკეთებ, ჩემი შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის შედეგია. ხშირად ვზარმაცობ და ასე ვთქვათ, ფეხს ვითრევ ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ, შედეგს მაინც ვიღებ.

- არასდროს გინანია, რომ სიზარმაცის გამო საქმე გაფუჭდა?

- რა თქმა უნდა, მინანია. საქმეში ხელს არავის ვუშლი. როცა "კეთდება" რეკლამა, ფილმი, კლიპი, სერიალი თუ სხვა რაღაც, არ ვზარმაცობ. ვერავინ იტყვის, რომ ჩემ გამო დაზარალდა. როცა სხვებთან ერთად ვმუშაობ, პუნქტუალური ვარ, ზოგჯერ ზედმეტადაც კი. თუმცა, როცა რაღაც მარტოს მაქვს გასაკეთებელი, სიზარმაცე მეპარება.

- რა ემოცია გქონდა, როცა შენი თავი ეკრანზე პირველად ნახე?

- ეს იყო სერიალ "ჩიფსების თაობაში", მაშინ 17 წლის ვიყავი. ბედნიერი გახლდით, ამ პროექტში მონაწილეობის გამო. 17 წლის ასაკში პოპულარული რომ ხარ და ხალხი გცნობს, უყვარხარ, ეს ძალიან უჩვეულო იყო და ამავე დროს, სასიამოვნოც. თუმცა, თავში არაფერი ამვარდნია. მშობლებმა კარგად აღმზარდეს (იღიმის). ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება